მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ბლოგები
ღია წე­რი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ­–­მი­ნისტრს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს
ახლა კითხულობენ

საშუალო სექსუალური აქტივობის ქალები თავიანთი ცხოვრების100 საათს ორგაზმში ატარებენ  

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს  

„ლიბერტი ბანკი“ პენსიონერებს ძარცვავს?  

45 ცხოვრებისეული გაკვეთილი 90 წლის ქალისგან  

ინციდენტი სტადიონზე: რონალდინიოს ორეულმა მესის დაუჩოქა  

ბინა 18-ის DJ-ს კაბა უჭერს (ფოტო)  

მოსკოვის საპატრიარქო გმობს "აფხაზური მიტროპოლიის" შექმნას  

თემო მარგველაშვილი ერთი წლის გახდა - ფოტო დაბადების დღიდან  

გიორგი მარგველაშვილის ახალი მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე იქნება  

ნახეთ როგორ მორთო საახალწლოდ სახლი ანუკი არეშიძემ  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

„თეგეტა მოტორსი“ ,,HUNTER”-ის ბრენდის ექსკლუზიური დილერი გახდა საქართველოში 

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 
ბლოგები / კრისტინე რომანაძე

18.10.2016

ნახევარქვეყანა

იყო ერთი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. 

აი, ისეთი, ზღვა რომ გულს გითბობს და მთა გიგრილებს. აი, ასეთი ვარაზი რომ სხვაგან არ არის და კიდევ სულო, გულო... 


ძველად, ჯერ კიდევ აიეტის დროს, ზღვა უფრო დიდი ყოფილა და უფრო ზღვაობდა. 

მერე გაბრაზებულა და ჯერ ვანი მიუტოვებია, მერე სხვა ქალაქები, მაგრამ ბოლომდე ვერ გაიმეტა და პატარა ადგილი დაიტოვა თავისთვის. 

კარს, რომ ბოლომდე არ ხურავენ, იქნებ დავბრუნდეო. 

დროდადრო ზღვა ადიდდება, აღელდება და ცდილობს ძველ ადგილს დაუბრუნდეს, მიტოვებული მოინახულოს, მაგრამ მალევე მშვიდდება, რადგან ის მიწა, ზღვა, რომ გულს გითბობს და მთა გიგრილებს, ისე დაპატარავებულა, ისე მილეულა, ოდესღაც ღიად დატოვებული კარი ჯერ მოაჯირებით გაუმაგრებია, მერე კიდევ კენჭები მიუყრია საშვილიშვილოდ.

ქვეყანა, ასეთი ვარაზი, რომ სხვაგან არ არის, ნელ-ნელა მიწამაც მიატოვა. 

ჯიქეთი, აფხაზეთი, ბორჩხა, არტაანი, ართვინი, საინგილო, ლორე, დვალეთი, სამაჩაბლო, ფეხქვეშ გამოეცალა ქართლოსელებს და ნახევარ ზღვა, ნახევარ მიწა, ნახევარ ქვეყანად შერჩათ საშვილიშვილოდ. დღეს, როცა ზღვა აღარ გათბობს და მთა აღარ გაგრილებს, ქართლოსელები ნახევარ ქვეყანაში ნახევრად დემოკრატიას აშენებენ. 

აქ ცხოვრობენ ნახევრად ადამიანები, ნახევრად ევროპული, ნახევრად ტრადიციური, ნახევრად მორალური და ნახევრად ამორალური ღირებულებებით. 

ისინი ნახევრად ცხოვრობენ, ნახევრად მუშაობენ, ნახევრად სწავლობენ, ნახევრად სწამთ, ნახევრად უხარიათ და ნახევარ მიწებს უცხოელებზე ასხვისებენ, სანახევროდ, რა თქმა უნდა. აქ ჩამოდიან ნახევრად ინვესტორები, აშენებენ ქარხნების ნახევარს, ამუშავებენ ქართლოსელების ნახევარს და უხდიან ნახევარს. 
ქართლოსელებს ნახევრად სტკივათ, რომ საკუთარ ნახევარ ქვეყანაში მონები არიან, თუმცა უხარიათ, რომ ეგეც ნახევრადაა. 

აქ ნახევარს სჯერა, რომ ზღვა, ადრე რომ ზღვაობდა, დაუბრუნდება ქართლოსელებს. 

ნახევარი კიდე მოაჯირებს აშენებს, რომ ვერ დაბრუნდეს. აქ ნახევარს ევროპელობა უნდა, ნახევარი კიდე ქართლოსურ ტრადიციულ ფესვებს მისტირის. 

ნახევარი ფიქრობს, რომ ნახევარ ქვეყანას აღარაფერი ეშველება, მეორე ნახევარმა ეშველებაო, მაგრამ ნახევრადაც არ იცის როგორ. 

აქ ყოველთვის არიან ნახევრები. ხო, ნახევარი ქვეყნის ნახევრები და იმ ნახევრების კიდევ ნახევრები. ყველა ნახევარს სჯერა, რომ ძალა ერთობაშია, მაგრამ ძალას არ სჯერა ნახევრების ერთიანობის.

იყო ერთი ქვეყანა, რომელსაც ღვთისმშობლის წილხვედრს ეძახდნენ. 

აქ ზღვა გათბობდა, მთა გაგრილებდა და კიდევ სულო, გულო... 

ჯერ ზღვამ მიატოვა სანახევროდ, მერე მიწამ, მერე ადამიანების ნახევარმა. 

დარჩენილმა ნახევარმა კიდევ თავისი წილი სინახევრე გაიყო და ცხოვრობს ნახევარ ქვეყანა ასე, თავისი ნახევარ ადამიანებით... 

მხოლოდ ზღვას ახსოვს ოდესღაც მთლიანი ქართლოსელები. 

ზოგჯერ ადიდდება, აღელდება, იქნებ მიტოვებული დაიბრუნოს, მოინახულოს, მაგრამ ქვეყანა ისე დაპატარავებულა, მილეულა, კენჭები მიუყრია ზღვისთვის საშვილიშვილოდ. 

საშვილიშვილოდ, რადგან ნახევარ ქვეყანაში ნახევარ ადამიანებს ერთნაირად სჯერათ, რომ მომავალები ყოველთვის უნდა სჯობდნენ წარსულებს. 

ალბათ ზღვასაც სჯერა ამის ...
კომენტარი     ბეჭდვა  

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



1 2 3 4 5 6 7 8

21:29 23.04.2017
ხაშურის თავზე მფრინავი ჰამაკის ვიდეო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია

19:04 21.04.2017
პანჩო: „სიამოვნებით ვიფრენდი ჰამაკით ქალაქის თავზე..."

18:16 21.04.2017
„სოფო ბედიას ქმარი მფრინავ ჰამაკთან მის კავშირს არ ადასტურებს“

17:50 21.04.2017
ბარჟა, რომლითაც ივანიშვილს ხეები გადაჰქონდა გატყდა და ზღვაში ჩაიძირა

16:57 21.04.2017
ფეხბურთელ ადამ ჯონსონს ციხეში, ფარულად გადაღებული ვიდეო გაუვრცელეს

16:55 21.04.2017
მეტროს შემდეგ ავტობუსის მგზავრებს დახვდათ უჩვეულო სიურპრიზი

16:48 21.04.2017
ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

16:26 21.04.2017
ტესლას ელექტრომობილები მსოფლიოს იპყრობენ

16:08 21.04.2017
მფრინავი ჰამაკი ბათუმშია

15:15 21.04.2017
"აჭარა.. ხეს ვერ ატარებენ და..." - რა ხდება ბობოყვათში?
ყველა სიახლე
www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი