მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
სარეკლამო ადგილი - 31
200 x 500
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
ღია წე­რი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ­–­მი­ნისტრს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს
ახლა კითხულობენ

ჯიბღაშვილის ყოფილს ისეთი მკერდი ჰქონია, რომ ლევანმა შეიძლება დაშორება ინანოს  

"რა მაიძულებს უმადურობას და ზურგში დანებს ვითმენდე" - ნიკა გვარამია  

ბიჭებო ჯობია არ ნახოთ - ცირა კობიაშვილმა ვარჯიშით სექსუალური უკანალი დაიყენა  

უკომენტარო ფოტო: თიკა ფაცაციას ქმარ-შვილი  

ირაკლი ღარიბაშვილს ნარკოლოგიური ტესტი ჩაუტარდა  

"თითქმის ყველაფერი ერთმანეთზე იყო შეხორცებული მუცელში, ერთი ორგანოს შენარჩუნება ვერ მოხერხდა"  

ლელა წურწუმიას შვილის ცეკვა თელავივის აეროპორტში (ვიდეო)  

„სკანდალი! - მე, მარიამ საჯაია, ვარ ჟიურის წევრი “მის ტრანსგენდერის” კონკურსზე“  

ვაშინგტონში ძლიერი მიწისძვრა მოხდა (ვიდეო)  

ასეთი თამამი ცეკვა ქართველი მომღერლისგან გაგაკვირვებთ (ვიდეო)  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში 
ბლოგები / კრისტინე რომანაძე

18.10.2016

ნახევარქვეყანა

იყო ერთი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. 

აი, ისეთი, ზღვა რომ გულს გითბობს და მთა გიგრილებს. აი, ასეთი ვარაზი რომ სხვაგან არ არის და კიდევ სულო, გულო... 


ძველად, ჯერ კიდევ აიეტის დროს, ზღვა უფრო დიდი ყოფილა და უფრო ზღვაობდა. 

მერე გაბრაზებულა და ჯერ ვანი მიუტოვებია, მერე სხვა ქალაქები, მაგრამ ბოლომდე ვერ გაიმეტა და პატარა ადგილი დაიტოვა თავისთვის. 

კარს, რომ ბოლომდე არ ხურავენ, იქნებ დავბრუნდეო. 

დროდადრო ზღვა ადიდდება, აღელდება და ცდილობს ძველ ადგილს დაუბრუნდეს, მიტოვებული მოინახულოს, მაგრამ მალევე მშვიდდება, რადგან ის მიწა, ზღვა, რომ გულს გითბობს და მთა გიგრილებს, ისე დაპატარავებულა, ისე მილეულა, ოდესღაც ღიად დატოვებული კარი ჯერ მოაჯირებით გაუმაგრებია, მერე კიდევ კენჭები მიუყრია საშვილიშვილოდ.

ქვეყანა, ასეთი ვარაზი, რომ სხვაგან არ არის, ნელ-ნელა მიწამაც მიატოვა. 

ჯიქეთი, აფხაზეთი, ბორჩხა, არტაანი, ართვინი, საინგილო, ლორე, დვალეთი, სამაჩაბლო, ფეხქვეშ გამოეცალა ქართლოსელებს და ნახევარ ზღვა, ნახევარ მიწა, ნახევარ ქვეყანად შერჩათ საშვილიშვილოდ. დღეს, როცა ზღვა აღარ გათბობს და მთა აღარ გაგრილებს, ქართლოსელები ნახევარ ქვეყანაში ნახევრად დემოკრატიას აშენებენ. 

აქ ცხოვრობენ ნახევრად ადამიანები, ნახევრად ევროპული, ნახევრად ტრადიციური, ნახევრად მორალური და ნახევრად ამორალური ღირებულებებით. 

ისინი ნახევრად ცხოვრობენ, ნახევრად მუშაობენ, ნახევრად სწავლობენ, ნახევრად სწამთ, ნახევრად უხარიათ და ნახევარ მიწებს უცხოელებზე ასხვისებენ, სანახევროდ, რა თქმა უნდა. აქ ჩამოდიან ნახევრად ინვესტორები, აშენებენ ქარხნების ნახევარს, ამუშავებენ ქართლოსელების ნახევარს და უხდიან ნახევარს. 
ქართლოსელებს ნახევრად სტკივათ, რომ საკუთარ ნახევარ ქვეყანაში მონები არიან, თუმცა უხარიათ, რომ ეგეც ნახევრადაა. 

აქ ნახევარს სჯერა, რომ ზღვა, ადრე რომ ზღვაობდა, დაუბრუნდება ქართლოსელებს. 

ნახევარი კიდე მოაჯირებს აშენებს, რომ ვერ დაბრუნდეს. აქ ნახევარს ევროპელობა უნდა, ნახევარი კიდე ქართლოსურ ტრადიციულ ფესვებს მისტირის. 

ნახევარი ფიქრობს, რომ ნახევარ ქვეყანას აღარაფერი ეშველება, მეორე ნახევარმა ეშველებაო, მაგრამ ნახევრადაც არ იცის როგორ. 

აქ ყოველთვის არიან ნახევრები. ხო, ნახევარი ქვეყნის ნახევრები და იმ ნახევრების კიდევ ნახევრები. ყველა ნახევარს სჯერა, რომ ძალა ერთობაშია, მაგრამ ძალას არ სჯერა ნახევრების ერთიანობის.

იყო ერთი ქვეყანა, რომელსაც ღვთისმშობლის წილხვედრს ეძახდნენ. 

აქ ზღვა გათბობდა, მთა გაგრილებდა და კიდევ სულო, გულო... 

ჯერ ზღვამ მიატოვა სანახევროდ, მერე მიწამ, მერე ადამიანების ნახევარმა. 

დარჩენილმა ნახევარმა კიდევ თავისი წილი სინახევრე გაიყო და ცხოვრობს ნახევარ ქვეყანა ასე, თავისი ნახევარ ადამიანებით... 

მხოლოდ ზღვას ახსოვს ოდესღაც მთლიანი ქართლოსელები. 

ზოგჯერ ადიდდება, აღელდება, იქნებ მიტოვებული დაიბრუნოს, მოინახულოს, მაგრამ ქვეყანა ისე დაპატარავებულა, მილეულა, კენჭები მიუყრია ზღვისთვის საშვილიშვილოდ. 

საშვილიშვილოდ, რადგან ნახევარ ქვეყანაში ნახევარ ადამიანებს ერთნაირად სჯერათ, რომ მომავალები ყოველთვის უნდა სჯობდნენ წარსულებს. 

ალბათ ზღვასაც სჯერა ამის ...
კომენტარი     ბეჭდვა  

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



1 2 3 4 5 6 7 8

11:11 28.03.2017
„ჯიბის კაცის“ საუკეთესო ანიმაციების რიგებში მოხვდა

10:52 28.03.2017
დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ

23:52 27.03.2017
ნიკა გვარამია ყველაფრის მიტოვებას და შვილთან ერთად მშვიდ ცხოვრებას გეგმავს?

23:46 27.03.2017
28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

20:45 27.03.2017
ICT ტექნოლოგიების გამოყენებაზე საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

18:23 27.03.2017
მიხეილ ჯანელიძის პრესკონფერენცია ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით

17:51 27.03.2017
მუსლიმი ქალების სოლიდარობა ლონდონის ტერორისტული აქტის შემდეგ დაზარალებულებს

16:07 27.03.2017
ახალგაზრდა ფოტოგრაფი, რომელიც ყოველ ღამე საშინელი სიზმრებით იტანჯება - სცენა სიზმრიდან კი ფოტოზე გადმოაქვს

15:07 27.03.2017
60-იანების სტილი დაბრუნდა: Vans-მა პირველი კოლექციის კედები ახალ კოლექციაში გაიმეორა

15:00 27.03.2017
ენმ-ის ახალი ინიციატივები სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე
ყველა სიახლე
www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი