სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ალ-ქაიდას" წევრმა ტულუზაში მძევლები აიყვანა

მამაკაცმა, რომელიც აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" წევრი გახლავთ, საფრანგეთის ქალაქ ტულუზას ერთ-ერთ ბანკში მძევლები აიყვანა.

სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერორისტი ცეცხლსასროლი იარაღით არის შეიარაღებული და მინიმუმ ოთხი მძევალი ჰყავს აყვანილი.

დამნაშავეს სპეცდანიშნულების რაზმის Raid-ის წევრებთან სურს გასაუბრება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სპეცდანიშნულების რაზმმა მოახდინა მოჰამედ მერას ლიკვიდაცია 2012 წლის მარტში.

მოჰამედ მერამ, რომელიც "ალ-ქაიდას" წევრად მოიხსენიებდა თავს, მიმდინარე წლის მარტში ცეცხლი გაუხსნა მოსწავლეებსა და სამართალდამცავებს, რის შედეგადაც ტულუზას რამდენიმე მცხოვრები გარდაიცვალა.

რამდენიმე კვირის წინ, მოჰამედ მერას მამამ ტულუზას სამართალდამცავებს სასამართლოში უჩივლა. იგი თვლის, რომ სპეცოპერაციის შედეგად მისი შვილის ცოცხლად აყვანაც შესაძლბელი იყო.

რაც შეეხება დღეს დაფიქსირებულ ინცინდენტს, ტულუზელი სამართალდამაცავები თვლიან, რომ ეჭვმიტანილს ბანკის გაძარცვა სურდა, რაშიც ხელი ბანკის თანამშრომლებმა შეუშალეს, შედეგად კი თავს "ალ-ქაიდას" წევრად აცხადებს. ფსიქოლოგები კი აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტყუილით დამნაშავე სამართალდამცავებში შიშის აღძვრას ცდილობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100