სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალი ჰამენეი ისრაელის გადაწვას გეგმავს

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამენეიმ განაცხადა, რომ ისრაელის გადაწვას გეგმავს.

აღნიშნული ინფორმაცია, იერუსალიმში ერთ-ერთი ლექციის ფარგლებში, ესპანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ხოსე მარია ასნარმა გაავრცელა.

მისი თქმით, აღნიშნული მუქარა ალი ჰამენეისგან მან ჯერკიდევ 2000 წელს მიიღო. „აიათოლამ 12 წლის წინ დადო ისრაელის განადგურების პირობა. ასევე აღნიშნა, რომ ირანს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის ომი გარდაუვალია“, - დასძინა ასნარმა.

ესპანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი იერუსალიმის ინსტიტუტში სახელმწიფოს მიწვევით იმყოფებოდა. სწორედ ამ მიწვევის ფარგლებში ახსნა პოლიტიკოსმა საიდუმლოს ფარდა და აღნიშნა, რომ ჰამენეიმ ეს განცხადება მასთან პირადად საუბრისას გააკეთა. ესპანელმა სტუმარმა განმარტა, რომ მუქარა ისრაელის ფიზიკურ განადგურებას გულისხმობდა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა აღნიშნა, რომ სიონისტური რეჟიმის გასანადგურებლად ომი არ არის აუცილებელი. „თუ სახელმწიფოები მაქსიმალურად გაწყვეტენ სიონისტურ რეჟიმთან ურთიერთობას, მაშინ ძალიან სწრაფად დადგება მარიონეტული მმართველობის აღსასრულიც“, - განაცხადა აჰმადინეჟადმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100