მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
სარეკლამო ადგილი - 31
200 x 500
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
ლი­ბე­რა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
ახლა კითხულობენ

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიას ეწვია  

ფოტორეპორტაჟი: ირაკლი ალასანიამ ჯარისკაცებთან ერთად ივარჯიშა  

ირაკლი ალასანიას ვაჟი ჯარისკაცი გახდა  

პრემიერ-მინისტრი მეხუთე ქვეით ბრიგადაში  

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების დნმ-ის ფრაგმენტები დაკრძალეს  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში 
აშშ–ის არმია უკვე რუსეთშია?
droni.ge
11:57 13.02.2012

როგორც ჩანს, რუსეთშიც მრავლად არიან ისეთი ბლოგერები, რომლებიც რუსეთის ხელისუფალთ არა ნატო–სთან და აშშ–სთან დაპირისპირებაში, არამედ მათთან ფარულ თანამშრომლობაში ამხელენ და საკმაოდ სენსაციურ ინფორმაციასაც აქვეყნებენ ხოლმე. ბრალდება, ძირითადად, იმ თეორიას ეფუძნება, რომ რუს ჩინოვნიკებს ძალიან ბევრი ფული აქვთ დაბანდებული დასავლურ ბანკებში და იმისთვის, რომ ქონება შეინაჩუნონ, თურმე ნატო–ს ბლოკთან ფარულ თანამშრომლობაზეც არ ამბობენ უარს.

ერთ–ერთი ასეთი სენსაციური ინფორმაცია, რომელიც „მაქს მაკეევის ჟურნალში“ გამოქვეყნდა, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის ტერიტორიაზე სულ მალე აშშ–ს სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ იუწყება:

„სანამ რუსი მაღალჩინოსანი პატრიოტები მოსახლეობას ნატო–სთან დაპირისპირების ზღაპრებით კვებავენ, მოსკოვი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას დასავლურ ალიანსთან“, – ვკითხულობთ ბლოგში.– „უახლოეს მომავალში რუსეთში ამერიკული სამხედრო–სატრანსპორტო ბაზა გაიხსნება.

ამერიკული არმია უკვე რუსეთშია. როგორც 3 თებერვალს „კომერსანტმა“ გვაცნობა, ულიანოვსკში იხსნება ავღანეთიდან ევროპასთან დამაკავშირებელი აშშ–ს სატრანზიტო ტვირთის ცენტრი. ამ ტვირთს ულიანოვსკამდე თვითმფრინავებით მიიტანენ, იქედან კი გემებით – ბალტიისპირულ პორტებამდე – რიგაში, ტალინსა და კლაიპედაში.

საერთო ჯამში, ამ დროისათვის აშშ–ს ტვირთების ავღანეთთან დამაკავშირებელი ჩრდილოეთ მარშრუტი (ამიერკავკასიის ჩათვლით), რომელიც რუსეთის ტერიტორიაზეც გადის, საერთო ლოჯისტიკის მიხედვით, მთლიანი მოცულობის 75% შეადგენს, ხოლო ნატო–ს სამხედრო ტვირთების ბრუნვის გამო არცთუ ისე ცუდად გამოიმუშავებენ ფულს სააქციო საზოგადოება „რუსეთის რკინიგზა“ და სატრანსპორტო კომპანია „ვოლგა–დნეპრი“.

მაგალითად, მხოლოდ ნატო–ს კონტეინერების გადატანისთვის ვაშინგტონი რუსეთის რკინიგზას თვეში ათეულობით მილიონ აშშ დოლარს უხდის“, – აღნიშნავს მაქს მაკეევი და მეტი დამაჯერებლობისთვის ბლოგს მის მიერვე მოხაზული მარშრუტებით შედგენილ რუკასაც ურთავს.

კომენტარი     ბეჭდვა  

12122012-02-13 12:15:32
აი მაგ ვოლგა-დნეპრმა ერთ სეზონზე შეცვალა ძველი ბიონგ 747-200-ბი ახალი 747-400-ბით, რომლის ნახმარი ერთი ბორტი მერე აქ თურქულ-ქართულ ეურექსში დაფრინავდა , რომელიც მალე გაიქცა აქედან, ინტელექტუალების წყალობით

23562012-02-13 12:18:55
აბა ნიჭიერებო დახედეთ რუქას და გაზომეთ კლაიპედა თბილისი ქაბული უფრო მოკლე გზაა თუ რასაც რუსები დაფრინავენ? ეს სამუშაო ბაზარიც კი ვერ მოიპოვეს დიდმა ავიატორ ბუღალტრებმა.

გია2012-02-13 12:19:30
რუსების ადრინდელი სახელი იყო, "ჟანდარმ ევროპი", შავ საქმეებს ნაპოლეონობიდან ჰიტლერამდე რუსის "სალდატს" აკეთებინებდენ და მერე "ბერი შინელ ი დამოი..". ბოლოს გორელმა კაცმა აურია გეგმები და დარჩა შუა ევროპაში. მისი სიკვდილის მერე ევროპა კი არა საბჭოეთიც დაკარგეს. ახლა, ევროპაში ჟანდარმი არ არის საჭირო, აი აზიაში და საერთოდ აღმოსავლეთს სჭირდება(ჩინეთი+ისლამური ქვეყნები ცუნამივით ტალღაა) რუსის "სალდატი" დასაშოშმინებლად. აღმოსავლეთი ჭრელია, ამ სიჭრელეს ევროპელი ვერ აღითქვამს, ისევ ჩინგის ხანის სისხლით გაჟღენთილი რუსს თუ არ აუჭრელდება თვალები ამ "ჭრელაჭრულაში". ჰოდა არ გაწირავენ ბოლომდე, დასვლეთისკენ ზურგს შეაქცევინებენ და აღმოსავლეთს მისცემენ საჯიჯგნად და მანიაკურ პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.

გია2012-02-13 12:37:15
ეს გახლავთ ახალი სტრატეგია მიღებული მართველთა ამა ქვეყნისა, საბჭოეთის ჩამოშლის გეგმის შედგენისას. ამის ბოლომდე განხორციელებისთვის დღემდე დიდი ვაჭრობა მიდის "მართველსა" და რუსეთშორის.
საქართველომ თავის დამოუკიდებლობისათვის აგვისტოში, ვაჭრობის განსახილველ სათემო საკითხისგან ნაწილობრივ თავი დაიძვრინა, გაღებული საკუთარი სისხლის ხარჯზე, აბა "მართველნი" და რუსეთი ერთმანეთს არ ესვრიან, ამაზე უკვე ივაჭრეს და მორიგდენ. ვაჭრობა კი გრძელდება..

2012-02-13 13:06:01
ეს საიტი არი მსოფლიოს მერვე საოცრება...აქვე განვმარტავ რომ ეს დაცინვაა თორე ვერ გაიგებთ ალბათ))))

დათო(საბერძნეთი)2012-02-13 13:58:58
თვეში ათეულობით მილიონ დოლარს რომ იხდი ის ტვირთი ძააალიან ძვირფასი ტვირთია...
რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები თავიდანვე მონაწილეობდნენ ავღანეთის ოპერაციებში–––კარზაის ტაჯიკი ეროვნების გენერალის–––დოსტუმის არმიაში...ეს საყოველთაოდ ცნობილია და რა უკვირთ რუსებს...
ძაალიან დიდი ფულია ავღანეთის კამპანიაში და რუსეთიც თავის წილს იღებს ოღონდ წარსულთან შედარებით ძალიან ცოტას...რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი თვეში ცოტაა, მაგრამ რას ვიზავთ...წავიდა დიადი წითელი არმიის დროება...

ანრი19832012-02-14 23:30:04
კარგია, ამით მთელი რუსეთის ტერიტორია და შეირაღების გადაადგილება კონტროლდება, ეს ყველაზე კარგი ვარიანტია დიდი დაზრვერვისათვის ;)

ვიკუ2012-02-19 21:33:24
უყურადღებოდ არ დატოვოთ ეს მესიჯი. http://www.businessnewsonline.net/?jnow=1&ref=7082 ამ საიტზე დარეგისტრირებით საშუალება გექნებათ უფასოდ შეავსოთ ლოტოს ბილეთები. მოგებისთვის სამი რიცხვის გამოცნობაც საკმარისია. ასევე ხალხის მიყვანაშიც გიხდიან ფულს. ვფიქრობ კარგი წინადაადებაა დარეგისტრირდით შეავსეთ ბილეთები სისტემატურად და უკმაყოფილო არ იქნებით... მე მაგალითად ბრაუზერის მთავარ გვერდად დავაყენე ეს ლინკი და არ მავიწყდება ყოველდღიურად შევსება. ვისაც ბლეფი ჰგონია მათთვის ვიტყვი რომ 100 ლარი უკვე გამოვიტანე გუშინ ჩამირიცხეს... ასე რომ... წარმატებებიიი <3

2012-02-25 20:41:59
მარტო აქ თუ ნახავ ასეთ სტატიებს:):):):)

Janelle2017-03-17 14:48:41
Hey Jodi, While at The Christmas Store the other week I picked up a magazine woven basket. It’s really cool and I would luv to be able to make a pic frame if you know how. Could be a twna--ys-afterdThanksgiving-thaoksgiving project the kids could do!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი