სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აალებულპატრუქიანი ასაფეთქებელი პაკეტით ჩინური სპეცრაზმის წვრთნა ინტერნეტჰიტი გახდა

მსოფლიო ინტერნეტსივრცე შემოიარა ჩინური სპეცრაზმის წვრთნის კადრებმა, სადაც კადრზე აღბეჭდილნი არიან სამხედრო პირები, რომლებიც წრეში დგანან და ერთმანეთს აალებულპატრუქიან ასაფეთქებელ პაკეტს გადასცემენ, თან კი ხმამაღლა ითვლიან.

მას შემდეგ, რაც პაკეტი ყველა მებრძოლის ხელში ხვდება, ბოლო მებრძოლი მას იქვე ამოთხრილ ორმოში აგდებს. ამის შემდეგ სპეცრაზმის წევრები აკრობატულ ნახტომს ასრულებენ ორმოდან შორს, ორმოში კი პაკეტი ფეთქდება.

ვიდეო განსჯის საგანი გახდა, რამეთუ ბევრმა მიიჩნია, რომ ეს იყო არა ნამდვილი სამხედროების წვრთნა, არამედ დაქირავებული კასკადიორების მეშვეობით დადგმული სცენა. სამხედრო ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ამ მეთოდით ჩინეთის არმიაში საბრძოლო განწყობის ამაღლება გადაწყვიტეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100