სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„Россия 24“-ზე "გაეპარათ", როგორ ამუშავებენ რუკაზე რუსი სამხედროები თბილისზე დარტყმას (ვიდეო)

„როსია 24“-ზე გუშინ გავიდა სიუჟეტი სამხედრო თემაზე, სადაც აღწერილია რუსული არმიის ხელთ არსებული „გეოგრაფიული სივრცის ინფორმაციის კომპლექსის“ გამოცდა. ამ კომპლექსის ექსპერიმენტი სწორედ სამხრეთის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე, კრასნოდარის მხარეში ჩატარდა, რადგან, როგორც სიუჟეტში აღინიშნა, ეს კომპლექსი ჯერჯერობით მხოლოდ ამ ოლქში აქვთ.

ამ კომპლექსის მეშვეობით რუს სამხედროებს შეუძლიათ სულ რაღაც 12 საათში შექმნნან მოცულობითი ვირტუალური რუკა. მოწყობილობა იმდენად ზუსტია, რომ დარტყმის მომენტში ცდომილება რამდენიმე სანტიმეტრს შეადგენს.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი: სტატიას თანდართული სიუჟეტის 1:36 წუთზე ნათლად ჩანს, როგორ ამუშავებენ რუსი სამხედროები თბილისზე დარტყმის გეგმას, სიუჟეტის ავტორი კი ტექსტში ამბობს, რომ ამ კომპლექსს შეუძლია, მოამზადოს კოორდინატები დარტყმისთვის, ხოლო ზუსტი დარტყმის ხელსაწყოდან გასროლის შემდეგ რაკეტის მოხვედრა სარკმელშიც კი არის შესაძლებელი...

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საექსპერიმენტო სწავლებაა და ამ ეტაპზე არანაირი წერტილოვანი დარტყმები საქართველოს დედაქალაქზე არ იგეგმება, მაგრამ თუნდაც ექსპერიმენტის დროს სამიზნედ თბილისის არჩევა უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100