სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღაზას სექტორთან ებრაელ ჯარისკაცებს ტანკში ჩაეძინათ

როგორც ებრაული გაზეთი ,,კურსორი“ იუწყება, ოთხ ებრაელ ჯარისკაცს, რომლებიც ღაზას სექტორში პატრულირებდნენ, ტანკში ჩაეძინათ. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოთხივეს 40 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ტანკის მძინარე ეკიპაჟი უფროსმა ოფიცერმა აღმოაჩინა, რომელიც საზღვრის შემოვლას აწარმოებდა. ოფიცრის თქმით, ტანკისტებს იმდენად ღრმად ეძინათ, რომ თავისუფლად შეიძლებოიდა მათი ჩაცხრილვა ან ტყვედ აყვანა. ოფიცერმა ამ ინციდენტის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სატანკო ბატალიონის უფროსობას აცნობა, რომლებმაც ოთხივე ჯარისკაცს სასტიკი საყვედური გამოუცხადეს.

მსგავსი ინციდენტი 2006 წელსაც მოხდა, როდესაც ტანკ ,,მერკავაში“ ჯარისკაცებს ჩეაძინათ. თუმცა მაშინ ეს ინციდენტი ,,ჰეფი ენდით“ არ დასრულებულა – პალესიტინელმა ბოევიკებმა ისრაელის ჯარის კაპრალი გილად შალიტი ტყვედ აიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100