სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

თინა ხიდაშელი ერთ კვირას ჯარში გაატარებს და სამხედრო წესით იცხოვრებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ერთ კვირას ჯარში გაატარებს და სამხედრო წესით იცხოვრებს. მინისტრი დასავლეთ საქართველოს სამხედრო ბაზებზე უკვე გაემგზავრა.

კვირის განმავლობაში თინათინ ხიდაშელი ბათუმის, სენაკის, ხონის, საჩხერისა და ქუთაისის სამხედრო ბაზებს ესტუმრება, სამხედროებთან ერთად ივარჯიშებს და ჯარისკაცის ულუფას მიირთმევს. მინისტრის სტუმრობის დროს სამხედრო ბაზებზე სხვადასხვა ტიპის სპორტული ღონისძიებები მოეწყობა, ასევე იგეგმება უსაფრთხოების თემაზე ლექციების გამართვაც.
სამხედრო ბაზებზე თავდაცვის მინისტრთან ერთად ტელერეპორტიორებიც იცხოვრებენ.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100