სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

ინდოეთმა საკუთარი ძალებით ჰაუბიცების შექმნა დაიწყო

ინდოეთი საკუთარი რესურსებით ახალ ჰაუბიცებზე იწყებს მუშაობას. 155 კალიბრის ჰაუბიცების წარმოებას ინდურმა კომპანია DRDO–მ მოჰკიდა ხელი. პროექტში, ერთდროულად, რამდენიმე ლაბორატორია მონაწილეობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება ახალი ჰაუბიცების პირველი გამოცდა.

ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო, ბოლო 25 წლის განმავლობაში, წარუმატებლად ცდილობს საარტილერიო იარაღის შექმნას საკუთარი სახმელეთო ძალებისთვის შიდა ბაზარზე. ამასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე, ტენდერიც გამოაცხადა, ბოლო 2011 წლის იანვარში.

2010 წელს ცნობილი გახდა, რომ ინდოეთი მზადაა ტენდერის ჩატარების გარეშე შეიძინოს აშშ–სგან 145 ერთეული 155 მმ–იანი მსუბუქი ჰაუბიცა. ეს შენაძენი ინდოეთს 4.4 მილიარდი დოლარი დაუჯდება. დღესდღეობით ინდოეთის შეიარაღებაში არსებული 105, 130 და 155 მმ–იანი ჰაუბიცების უმრავლესობა, საკმაოდ მოძველებულია.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100