სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შონზოს ცოლი აცხადებს, რომ 2 დღეა ქმარი არ უნახავს

ზურაბ გაჩეჩილაძემ, იგივე შონზომ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობა" დატოვა.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია "თავისუფლებას" თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ზურა გაჩეჩილაძემ დამოუკიდებლად მიიღო და უკვე შეუერთდა ფრაქცია "თავისუფლებას".

შონზოსთან დაკავშირებას ჟურნალისტები მთელი დღეა ცდილობენ, მაგრამ ყოფილ ნაციონალს მობლური გამორთული აქვს, რის გამოც droni.ge მის მეუღლეს ქალბატონ ნინოს დაუკავშირდა. შონზოს მეუღლემ ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა და დრონისთან საუბრისას მხოლოდ ის განაცხადა, რომ მეუღლე 2 დღეა არ უნახავს და მისი გადაწყვეტილების შესახებაც არაფერი იცოდა.

შონზოს ნაციონალური მოძრაობიდან წასვლას, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა გოგა ხაჩიძეც:

„სანამ პირადად შონზოსგან არ მოვისმენ რამეს, მე ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ახლა, როგორც ვიცი, სადღაც მონასტერშია. ის ჩემი მეგობარია, ჩემი მეჯვარეა და უფროსი შვილის ნათლია. მანამდე კი, ამ ამბავს მისივე სტროფი მინდა მივუძღვნა:
"მამას ვთხოვე მე კარაქი,
მითხრა: შიგ ხომ არა გაქი!" - წერს ხაჩიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100