სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მომიტინგეებმა ყაზახეთის ელჩს მანქანა დაუმტვრიეს

ყაზახეთის ელჩის მანქანა დამტვრეულია. საფრანგეთის ელჩმა მიმართა პოლიციას, დახმარებოდნენ ტერიტორიის უსაფრხო დატოვებაში, რაზედაც უარი მიიღო.“- ამ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ავრცელებს.

დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად droni.ge გოგა ხაჩიძეს დაუკავშირდა, თუმცა პარლამენტარს ხანგრძლივი სატელეფონო საუბრისთვის დრო არ ქონდა და მხოლოდ მოკლე კომენტარი გააკეთა.

„არ ვიცით როგორ მოხდა, მაგრამ გავიგეთ პირდაპირი წყაროებით, ყველას შეუძლია გადაამოწმოს“-განუცხადა ხაჩიძემ droni.ge-ს

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა ქვეყნს პრეზიდენტმაც და დიპლომატიურ კორპუსს ბოდიში მოუხადა.

მიხეილ სააკაშვილი: ასეთი რამ არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება. აქ არის დიპლომატიური კორპუსი. მინდა, ბოდიში მოვუხადო მათ დაგვიანებისთვის, ასევე ბოდიში მოვუხადო, რომ მათ მიმართ მოხდა ძალადობრივი საქციელი, ბოდიში მოვუხადო ქართული სახელმწიფოს სახელით იმიტომ, რომ მე, როგორც ამ სახელმწიფოს მეთაური, ვიზიარებ პასუხისმგებლობას ჩვენი პოლიციის მოქმედებაზე და თუნდაც უმოქმედობაზე, ამ შემთხვევაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100