სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილის სიყვარულისთვის ხალხს სჯიან

ქარელის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ცეკვის მასწავლებელი პრეზიდენტის სიყვარულისთვის სამსახურიდან დაითხოვეს.

აღნიშნულ ინფორმაციას საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ავრცელებს. ხაჩიძის განცხადებით სამსახურდაკარგული მასწავლებელი მას ფეისბუქის საშუალებით დაუკავშირდა.

„ეს მივიღე პმ-ში:
სალამი გოგა, ესეიგი რა ხდება, ქარელში ვმუშაობდი მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში ცეკვის მასწავლებლად. დღეს გამათავისუფლეს სამსახურიდან იმიტომ, რომ ნაციონალი ვარ და ჩემი პრეზიდენტი მიყვარს. სხვა უსამართლობებთან ერთად იცოდე მაინც ეს“-წერს გოგა ხაჩიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100