სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაცმოძრაობის პროტესტი შსს-ს საგამოძიებო ნაწილის შენობასთან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილის შენობასთან, სადაც ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის დაკითხვა გაიმართა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც იყვნენ შეკრებილნი.


როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ხაბაზმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი შეკრების მიზანი პროტესტის გამოხატვა გახლდათ. საპარლამენტო უმცირესობა პროტესტს ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოხატავს.


"გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი იმ სამარცხვინო პოლიტიკის მიმართ, რასაც ივანიშვილი ახორციელებს. მან ღიად მოუწოდა ოპოზიციას, რიტორიკა შეცვალოს. სასაცილოა, როდესაც ხელისუფლება მოუწოდებს ოპოზიციას, არ გააკრიტიკოს. ეს ოპოზიციის ფუნქციაა. ცრუ ბრალდებებით ხდება დაბარებები და დაკითხვები. ჩვენ მოვედით, რომ ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოვხატოთ. რაც შეეხება პროკურატურას, ის ივანიშვილის დაკვეთით ზეწოლას ახორციელებს ოპოზიციაზე", - განაცხადა კობა ხაბაზმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100