სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხაჩიძემ მშობლების ქონების დაყადაღება ფეისბუქზე იწინასწარმეტყველა

გოგა ხაჩიძის მშობლების ქონება დაყადაღებულია. ეს ინფორმაცია საპარლამენტო უმცირესობის წევრმა საკუტარი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

„5 წუთის წინ დამირეკა მამაჩემმა და მითხრა, რომ ახლა გადასცეს, ფინანსთა სამინისტროს რომელიღაც სამსახურის ოფიციალური წერილი, რომელშიც აღნიშნულია რომ მისი უძრავი ქონება სრულად დაყადაღებულია. არა რაა, რაღაც არსებობს!... :)) ვანო, შენთან ვარ! :) (ხვალ გავარკვევ, რა ხდება და რატომ)“-წერს პარლამენტარი საკუთარ ფეისბუქზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლების ქონების დაყადაღებამდე ხაჩიძემ წინასწარმეტყველური სტატუსი გამოაქვეყნა:

„როგორც წესი, ვანოს დაბარება დაკითხვაზე და ჩემი სახლის გაჩხრეკვა ერთმანეთს ემთხვევა ხოლმე. დედა და მამა მოემზადეთ! ჩემი შურდული გადამალეთ! :)“-დაწერა გოგა ხაჩიძემ საკუთარი მშობლების ქონების დაყადაღებამდე.

„ოე!... გასკდა სამართალი პურის ჭამით!... იმდენს ნუ იზამთ, რომ გული აერიოს!... :)“-ამ სტატუსით კი გოგა ხაჩიძემ ქვეყანაში მიმდინარე მივლენები მოკლედ შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ხაშურის რაიონის სოფელ ურთხვაში გოგა ხაჩიძის მშობლების სახლი, პირველ დეკემბერს გაჩხრიკეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100