სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი: ბოკერიას უწყება პასკვილებისთვის 16 მილიონს ხარჯავდა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არის ეჭვი, რომ უცხოურ პრესაში პასკვილებზე გიგა ბოკერიას უწყებას 16 000 000 ლარი აქვს დახარჯული.

"სააკაშვილი ცდილობს, არასწორი ინფორმაცია გაიტანოს საზღვარგარეთ. გიგა ბოკერიას სამსახურს ბიუჯეტიდან 16 000 000 ლარი აქვს დახარჯული, თუმცა ამ ინფორმაციის "გახსნა" ვერ მოვახერხეთ, მას გრიფი "საიდუმლო" ადევს. ინფორმაცია გამოითხოვა ფინანსთა მინისტრმა, თუმცა მასაც არ აძლევენ. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში შევძლებთ სიმართლის დადგენას, თუმცა დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ბიუჯეტიდან ამ თანხებით ფინანსდებოდა პასკვილები, რაც უცხოურ პრესაში იბეჭდებოდა", - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას.

მისივე განმარტებით, ასეთი სტატიები ქართული სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობას ვერ შეაფერხებენ.

"ჩვენ ვიწყებთ სამართლიანობის აღდგენას. დაკავებების პროცესი მალე ჩამთავრდება და ჩვენ მოვახერხებთ, საერთაშორისო მედიასაც გავაცნოთ მათი რეალური სახე. არ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ რა იწერება საზღვარგარეთ. ჩვენ ვართ საქართველოს მთავრობა და ძალიან კარგად ვფლობთ სიტუაციას. ვიცით, რაც ხდება ქვეყანაში", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ინტერპრესნიუსი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100