სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვიკილიკსის" სკანდალი გრძელდება

სკანდალი "ვიკილიკსის" მიერ გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით გრძელდება. საითის დამფუძნებლის დაპატიმრებამ ევროპელებს მორიგი საბაბი მისცა აშშ-ს გასაკრიტიკებლად. საპროტესტო მოძრაობაში განსაკუთრებით ფრანგები და გერმანელები აქტიურობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკას ინფორმაციების საიდუმლოდ შენახვის გადაჭარბებული მოთხოვნილება გაუჩნდა.
დფდსფდსფდსფ
ობამას ადმინისტრაციას იურიდიულად ვერ ექნება პრეტენზიები "ვიკილიკის" დამფუძნებელთან, საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მას არ წაუყენებია არანაირი ბრალდება ჯულიან ასანჟისათვის, რაც ამ კონკრეტულ ქმედებას ეხება. "ვიკილიკსის" ნაბიჯი ვერც ტერორიზმად შეფასდება და ვერც კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ მოვლენად. ამიტომ მსოფლიო საზოგადოების ნაწილი ასანჟის დაპატიმრებას უსამართლობად აფასებს.
დფდსფდსფდსფ
ამასობაში, კიბერ-ომი სხვა ინტერნეტ-საითების მისამართითაც დაიწყო. ჰაკერების ერთ-ერთი ანონიმური ჯგუფი შეეცადა საით "ამაზონის" გატეხვას. იქამდე კი რამდენიმე ცნობილი საითის გატეხვა "წარმატებით" დააგვირგვინეს.
როგორც ეჭვობენ, ამ კიბერ-არმიას შეტევაზე გადასვლის სპეციალური ბრძანება აქვს მიღებული, რათა თავს დაესხან იმ კომპანიებს და საითებს, რომლებიც "ვიკილიკსთან" თანამშრომლობენ. ანუ ისინი არ არიან ჩვეულებრივი ჰაკერები, რომელთაც საითების გატეხვა უბრალოდ გასართობად და საკუთარი ძლევამოსილების დასამტკიცებლად სჭირდებათ. თანაც ამ კიბერ-შეტევაში ინტერნეტ-მომხმარებლების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა მონაწილეობს.
დფდსფდსფდსფ
"ვიკილიკსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი კი ამჟამად ციხეში ზის და სექსუალური ძალადობის ბრალდებით გასამართლებას ელოდება. ასანჟს კამერაში კომპიუტერი არ აქვს და მხარდაჭერის შეტყობინებებს ძველმოდური მეთოდით იღებს – ფურცლებზე დაწერილი ტექსტებით კარის ქვეშ.
დფდსფდსფდსფ
მომხდარზე განსაკუთრებით მწვავე რეაქცია გერმანულ გაზეთებში აისახა, რომელთაც კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება ამერიკული დემოკრატიის გასაკრიტიკებლად. გერმანელებს არც ფრანგები ჩამორჩნენ. "ფიგაროს" ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა რენო ჟირარმა განვითარებულ მოვლენებს ცინიზმი უწოდა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციები აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას ზიანს არ აყენებდა.
დფდსფდსფდსფ
"ლიბერასიონი" შედარებით შემწყნარებლური განცხადებებით გამოვიდა. გაზეთი წერს, რომ დაცული უნდა იქნას დიპლომატიური საიდუმლოების უფლება და "ვიკილიკის" მიერ მასალების გამოქვეყნება არასწორ ქმედებად შეაფასა.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, "ვიკილიკსს" ეს ნაბიჯი შეიძლება შეფასდეს, როგორც ისტორიის ამ მონაკვეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი, რომლის შედეგებიც გარკვეულწილად აისახება ახლო მომავლის მსოფლიო პოლიტიკაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100