სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩრდილოეთ კორეა ომს იწყებს?

23 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეულ კუნძულ ეჰპხენდოზე საარტილერიო დარტყმა განახორციელა. სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. შედეგად, დაიღუპა 2 სამხრეთ კორეელი, ხოლო 20, მათ შორის, მშვიდობიანი მაცხოვრებელი, დაიჭრა.
ფდსფსდფს
ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელა. ფხენიანის ვერსიით, სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა ცეცხლი პირველებმა გახსნეს. მოგვიანებით კიმ ჩენ ირის ხელისუფლება სამხრეთელ მეზობელს უმოწყალო დაბომბვით დაემუქრა, ეს იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კორეელები მათ საზღვაო პერიმეტრში თუნდაც 1 მილიმეტრით შეიჭრებიან.
ფდსფსდფს
თავის მხრივ, სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნა მაქსიმალურ ზღვარს აღწევს. ექსპერტებმა უკვე უწოდეს 23 ნოემბრის კონფლიქტს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კონფლიქტი, რომელიც წარმოიშვა კორეის ომის დასრულების მომენტიდან. ეს კი მოხდა, 1953 წელს. მაშინ სამშვიდობო ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის არ გაფორმებულა.
ფდსფსდფს
სეულის ვერსიით, საარტილერიო დარტყმა კუნძულ ენპხენდოზე ადგილობრივი დროით 14.34 წუთზე დაიწყო. კუნძულზე, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 50-მდე რაკეტა დაეცა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი. სასწრაფოდ დაიწყო ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი მენ ბაკმა განაცხადა ქვეყნის მზადყოფნის შესახებ, ჩრდილოელების შემდგომ მოსალოდნელ პროვოკაციებზე.
ფდსფსდფს
ჩრდილოეთ კორეის ქმედებებს უკვე გამოეხმაურნენ აშშ, რუსეთი, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი. ჩინეთმა, თავდაპირველად, დუმილი ამჯობინა. პენტაგონი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით არ არის საფუძველი სამხრეთ კორეაში მყოფი საკუთარი ძალების გასაძლიერებლად დამატებითი კონტიგენტის შეყვანისათვის.

თუმცა, ადგილზე მყოფი ამერიკული სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში არიან. როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეაში 30 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფება. ექსპერტების ვარაუდით, მდგომარეობა უკიდურესად არ გამწვავდება, მაგრამ მაინც სახიფათო სიტუაციაა. ჯერჯერობით, ახალ ინცინდენტებს ადგილი აღარ ჰქონია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100