სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი: რეფორმები იმაზე სწრაფად ჩატარდა, ვიდრე საზოგადოება იყო მზად, ფეხი აება მათთვის

ბათუმში, აჭარის უზენაესი საბჭოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დეპუტატებთან შეხვედრის დროს საქართველოს პრეზიდენტმა იმ შეცდომებზე ისაუბრა, რამაც, საერთო ჯამში, მისი აზრით, არჩევნებში მმართველი გუნდის დამარცხება განაპირობა. ამ თემაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა სამი ძირითადი საკითხი გამოყო:

"ვფიქრობ, რამდენიმე პრინციპული საკითხი გამოგვრჩა მხედველობიდან და არა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს, არამედ ბოლო წლების განმავლობაში. პირველი - იმის მიუხედავად, რომ გვქონდა საბაბი გველაპარაკა, თუ რა კეთდებოდა საქართველოში, ვსაუბრობდით მეტს, ვიდრე ვისმენდით პრობლემებს.

მეორე პრობლემაა ის, რაზედაც საზოგადოებამ ასევე მოახდინა რეაგირება, რომ წარმოუდგენელი პროგრესის მიუხედავად, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ბევრად იმაზე მეტად ვიყავით ორიენტირებული ამ პროგრესზე, ვიდრე არსებულ პრობლემებზე.

მესამე მთავარი პრობლემა, ვფიქრობ, იყო ის, რომ ძალიან სწრაფი რეფორმები განვახორციელეთ. მართალია, მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია ამ რეფორმებით, ამ რეფორმებმა საქართველო რეგიონის სანიმუშო ქვეყნად აქცია, მაგრამ იმაზე ჩქარა ვაკეთებდით რეფორმებს, ვიდრე ამისთვის საზოგადოება იყო მზად - ფეხი აება მათთვის.

ამ რეფორმების შედეგად, სამწუხაროდ, შეიქმნა შთაბეჭდილება და ნაწილობრივ რეალობაც, რომ რამდენიმე თაობა აღმოჩენილიყო ამ რეფორმების პროცესის მიღმა, რადგან ისინი ვერ აღიქვამდნენ თავს ამ პროცესის ნაწილად", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100