ივანიშვილი თამაზაშვილს ციხიდან გათავისუფლებას უპირებს

„ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ივანიშვილმა თამაზ თამაზაშვილის ციხიდან გათავისუფლება მოითხოვა.

ივანიშვილი თვლის, რომ თამაზაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება არავითარი კანონდარღვევა არ იქნება.

კოალიციის ლიდერი აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური მიმართულება პოლიტიკურ დევნას არ დაიწყებს.

ივანიშვილი სასამართლოსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რამდენიმე მოსამართლის წინააღმდეგ საქმეს აღძრავს.

„იმ არასწორი გადაწყვეტილებების გამო, რომელიც ქართველმა მოსამართლეებმა მიიღეს, მე მათ სასამართლოში ვუჩივლებ“,- აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარი