სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადადის

საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წინასწარი შედეგების დაჯამების შემდეგ აშკარაა, რომ არჩევნებში უპირატესობა „ქართული ოცნების“ კოალიციამ მოიპოვა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, საჭიროა ახალი პარლამენტის დაკომპლექტება და პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულ პროცესებს ხელი შეუწყოს.

"ჩემთვის მიუღებელი იყო და არის ამ კოალიციის შეხედულებები, ჩვენ შორის ძალიან ღრმა განსხვავებაა და მიგვაჩნია, რომ მცდარია მათი შეხედულებები, მაგრამ ქართველი ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას და ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადადის“,- განაცხადა სააკაშილმა.

პრეზიდენტმა პატივისცემა გამოხატა არჩევნებში უმრავლესობის გადაწყვეტილების მიმართ და მადლობა გადაუხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს.

„ჩვენ როგორც ოპოზიციური ძალა, ვიბრძოლებთ ქვეყნის მომავლისთვის და იმისთვის, რაც ბოლო წლებში ქვეყანაში შეიქმნა“,- განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100