სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული სპეცსამსახურების მარცხი საქართველოში

საქართველოში გამოვლენილმა რუსული აგენტურის სკანდალმა მსოფლიო მოიარა. ათწლეულების მანძილზე პირველად საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა. დაპატიმრებულია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტურული ქსელი, რომელთა ნაწილიც რუსეთის, ხოლო ნაწილი – საქართველოს მოქალაქეა.
დგფსდგფსდგსდ
მოვლენის მასშტაბურობამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია და პრესამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ქართული კონტრდაზვერვის დიდი წარმატება. როგორც ცნობილია, აგენტურულმა ქსელმა ქვეყნის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში დიდი "წვლილი" შეიტანა. დღეს მსოფლიო ინტერესით ადევნებს თვალყურს საქართველოში მომხდარი რეზონანსული ფაქტის განვითარებას.
დგფსდგფსდგსდ
რუსეთის ხელისუფლება და სპეცსამსახურები ისე დაიბნენ, რომ თავდაპირველად კომენტარის გაკეთებაც გაუჭირდათ, ხოლო მოგვიანებით ისტერიულ ტონალობაში გაკეთებული არაადეკვატური რეპლიკებით შემოიფარგლნენ. ყველაზე ოპერატიული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი იყო, რომელმაც გავრცელებულ ინფორმაციას "პოლიტიკური ფარსი" უწოდა.
დგფსდგფსდგსდ
თუმცა, თავად რუსეთშიც იძულებულები გახდნენ ეღიარებინათ, რომ მომხდარში იყო "სიმართლის მარცვალი." ფაქტი ჯიუტია: საქართველომ მართლაც შეძლო კონტრდაზვერვის ფრონტზე დიდი წარმატების მოპოვება. რუსი ანალიტიკოსების ნაწილმაც აღიარა, რომ აგენტურული ქსელი ნამდვილად გაიშიფრა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, საქართველოს ხელისუფლებას მისი საპროპაგანდოდ გამოყენება დაუწუნეს.
დგფსდგფსდგსდ
როგორც ცნობილია, აგენტურული ქსელის გამოვლენაზე გამოძიება წლების განმავლობაში მიდიოდა. ისინი საიდუმლო სამხედრო ინფორმაციას არა მხოლოდ მშვიდობიანობის დროს გასცემდნენ, არამედ ამას აკეთებდნენ ომის პერიოდშიც. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო აგენტურული ქსელი, რომელიც საქართველოს უდიდეს საფრთხეს უქადდა.
მოვლენის მაშტაბურობასა და რუსული დაზვერვის კიდევ ერთ დიდ დამარცხებაზე მეტყველებს უკიდურესად გაწიწმატებული და აბნეული კომენტარები კრემლის მხრიდან. დაზვერვის ჩავარდნებს რუსები მიეჩვივნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოსგან ამხელა შესაძლებლობებს არ მოელოდნენ.

უკანასკნელ წლებში საქართველოში რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით დაახლოებით 60 ადამიანი იქნა დაპატიმრებული. უცხოელი ექსპერტები ხშირად უსვამენ ხაზს იმას, რომ ეს მეტყველებს, თუ რა უმძიმეს მდგომარეობაშია რუსული, ერთ დროს ძლევამოსილი სპეცსამსახურები. რუსულ იმპერიულ თავმოყვარეობას კიდევ ერთხელ უდიდესი დარტყმა მიადგა და ამის ავტორი კვლავ მეზობელი, პატარა საქართველო აღმოჩნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100