სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთი ნატოსგან შეიარაღების განთავსების შეზღუდვას ითხოვს

გაზეთ “კომერსანტის” ინფორმაციით, რუსეთი ნატოსგან ალიანსის ახალი წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე “მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალების” განთავსების აკრძალვის მიღწევას ცდილობს. ამის შესახებ ნათქვამია ლავროვის მიერ შემუშავებული საიდუმლო დოკუმენტის პროექტში, რომელიც ალიანსის ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გადაეცა.
დფსფკსდლ;ფკლ;სდფლ
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ დოკუმენტის თანახმად, რუსეთი ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში შეიარაღების განთავსების შეზღუდვას სთხოვს. დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში ალიანსი აიღებს ვალდებულებას, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს საბრძოლო ძალები არ განალაგოს. რუსეთში იმედი აქვთ, რომ ახალ შეთანხმებას ლისაბონის ნოემბრისთვის დაგეგმილ სამიტამდე, კერძოდ, ნატოს გენმდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის მოსკოვში ვიზიტის დროს მოეწერება ხელი, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, 5 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.
დფსფკსდლ;ფკლ;სდფლ
“დრონი.ჯი” ამ თემაზე და რუსეთის საქართველოსთან მიმართებაში შესაძლო სამომავლო ნაბიჯებზე სასაუბროდ ექსპერტ სოსო ცინცაძეს დაუკავშირდა.
დფსფკსდლ;ფკლ;სდფლ
სოსო ცინცაძე: “მოსკოვში მიუნხენის კონფერენციის გასვლითი სხდომის შემდეგ, წინ ლისაბონის სამიტი გველის და ასეთი განცხადებებიც იმიტომ კეთდება. ჩვენ უნდა განვიხილოთ, ჯერ იმ კონფერენციებზე რაზე იყო საუბარი. ამ კონფერენციების შემდეგ ასეთია ლავროვის გამოძახილი.
იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ რუსეთი ეიფორიაშია, რადგან დოვილში სარკოზი და მერკელი აშკარად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს იმაში, თუ როგორ ესიამოვნებინათ მედვედევისთვის და მისთვის თანამშრომლობის რა პერსპექტივები დაეხატათ.
დფსფკსდლ;ფკლ;სდფლ
ორი დღით ადრე კი, მოსკოვში მიუნხენის კონფერენციის სხდომაზე, თვით ბჟენზისკიმაც სიყვარული აუხსნა მედვედევს. სიტყვა-სიტყვით უთხრა თქვენით მთელი აშშ აღფრთოვანებულიაო. თქვენ რუსეთის ახალგაზრდა რეფორმატორი პრეზიდენტი ბრძანდებითო.
დფსფკსდლ;ფკლ;სდფლ
ევროპა მედვედევს ეფერება, რადგან მოსკოვთან დიპლომატიური თანამშრომლობის კურსი აქვს აღებული. მათ დაიჯერეს, რომ რუსეთის გარეშე არ შეიძლება შემუშავდეს ევროპის უსაფრთხოების კონცეფცია. მაგრამ, აქ გადამწყვეტი იქნება ვაშინგტონის პოზიცია და ვაშინგტონი სულაც არ არის აღფრთოვანებული, ვთქვათ, იგივე მისტრალის მიყიდვით.
დფსფკსდლ;ფკლ;სდფლ
ნატოს ერთ-ერთმა წამყვანმა სახელმწიფომ რუსეთს უახლესი ტექნოლოგია გადასცა და ამ ფონზე, რასაკვირველია, ლავროვის განცხადებებიც სწორედ ამ ჟანრში გადის.
დფსფკსდლ;ფკლ;სდფლ
ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ ზუსტი დასკვნები, თუ რა ხდება დღეს რუსეთსა და დასავლეთს შორის, არის ეს ფლირტი თუ საბოლოო შერიგება აგვისტოს აგრესიის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, იგივე ლისაბონის სამიტის შემდეგ გავაკეთოთ.
ამ სამიტზე მედვედევი მიდის, ხოლო თებერვალში მიუნხენის კონფერენციაზე წასვლაზე რუსეთის პრეზიდენტმა უარი თქვა, რადგან იქ მთავარი თემა კავკასიაა და მომხსენებელი კი საააკაშვილი იქნება.
დფსფკსდლ;ფკლ;სდფლ
აგრეთვე, რუსეთმა მიიღო უმყარესი გარანტია იმისა, რომ ის ერთ წელიწადში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შევა. მოკლედ, ახლა საქართველოსთვის ძალიან საინტერესო პერიოდი დგება საერთაშორისო ურთიერთობებში. ვინაიდან ლისაბონის სამიტზე გაირკვევა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსები, შემდგომ პერიოდში კი, გაირკვევა უკვე რას მიიღებს საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის თანხმობის ფასად”.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100