სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუბაზი, კალაძე და საქართველოს ისტორია (ვიდეო)

„ოცნების“ პირველ ნომრად დასახელებულმა კანდიდატმა ბოლო რამდენიმე ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, ხალხის მოსაზიდად გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ალასანია გამოიყენა. სანიკიძემ „აიტივისთან“ ინტერვიუში თქვა, რომ კალაძის საარჩევნო შტაბის წევრებსა და მის გარემოცვას არ იცნობდა. კახა კალაძე კი აიტივისთან ინტერვიუს გაექცა და ჟურნალისტის შეკითხვებიც თავიდან აიცილა. რაც შეეხება გუბაზ სანიკიძეს, ხალხთან შეხვედრის დროს კალაძის ღირსებებზე ვერ ისაუბრა. მან მოსახლეობას და ქართული ოცნების ნომერ პირველ კანდიდატს საქართველოს ისტორიის გაკვეთილი ჩაუტარა. ხოლო, როდესაც გუბაზ სანიკიძეს ჟურნალისტმა უთხრა, რომ დიდგორის ბრძოლის შესახებ კალაძისთვისაც ეკითხათ, ისტორიკოსის შვილმა კატეგორიული უარი განაცხადა. ვინაიდან, მისი აზრით, საქართველოს ისტორიის ამ მოვლენის ცოდნა სავალდებულო სულაც არ არის. როგორც ჩანს, „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი ივანიშვილის რჩეული კალაძის ინტელექტში დარწმუნებული არ არის და კამერების თანხლებით მისი ცოდნის გადამოწმებას მოერიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100