სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა საფრთხეს შეუქმნის რეგიონს ფრანგულ-რუსული მისტრალი?!

საფრანგეთმა და რუსეთმა "მისტრალის" მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ შეათანხმეს. ვერტმფრენმზიდის მწარმოებელი ფრანგული სამხედრო-სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელობა განცხადებას აკეთებს: დირექტორის, პიერ ლარგოს თქმით, ის გემები, რომელიც რუსეთს გადაეცემა, აღჭურვილი იქნება იმავე სისტემით, რაც დამონტაჟებულია ფრანგულ ხომალდებზე.
ფგდფიჯჰფგიჰფო
ამ განცხადების მიზეზი გახდა ის, რომ რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, თითქოს სამხედრო ხომალდებს საფრანგეთი რუსეთს ახალი მართვის სისტემის გარეშე მიჰყიდის.
ფგდფიჯჰფგიჰფო
როგორც ცნობილია, საფრანგეთმა და რუსეთმა თანამედროვე ვერტმფრენმზიდების ყიდვა-გაყიდვის შესახებ შეთანხმებას მიმდინარე წლის თებერვალში მიაღწიეს. თუმცა, საუბრები ამ საკითხზე გაცილებით ადრე დაიწყო.
ფგდფიჯჰფგიჰფო
ოფიციალურად, შეთანხმების შესახებ, მიმდინარე წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. მაშინ ფრანგმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. უფრო ადრე, 2009 წლის დეკემბერში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა ვისოცკიმ განაცხადა, რომ თავად რუსებსაც შეუძლიათ ამ ტიპის ხომალდის აგება, თუმცა, საამისოდ გარკვეული მომზადება უნდა გაიარონ.
ფგდფიჯჰფგიჰფო
ინფორმაციის გახმაურებისთანავე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საპროტესტო განცხადებით გამოვიდა. მაშინ თბილისში იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყანა, საფრანგეთი, არ დაუშვებდა იმას, რომ რუსეთს კიდევ ერთი შეიარაღება მიეღო, რომელიც საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.
ფგდფიჯჰფგიჰფო
გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ შედეგი შეიძლება აღმოჩნდეს დამღუპველი. საქართველოს კი სურს გაიგოს, რაში სჭირდება რუსეთს ასეთი სადესანტო ხომალდი. თუმცა, ქართული მხარის გამოსვლა იგნორირებული დარჩა.
ფგდფიჯჰფგიჰფო
ის ხომალდები, რომელიც რუსეთს გადაეცემა, როგორც ირკვევა, ოდნავ განსხვავებული იქნება ფრანგული ანალოგებისაგან და გათვლილია მძიმე რუსულ ვერტმფრენებზე. ფრანგულმა მხარემ ისიც აღნიშნა, რომ მთელი სისტემა, რომელიც დამონტაჟებულია "მისტრალზე", დამზადებულია საფრანგეთში და არა აშშ-ში, ან ნატოს წევრ რომელიმე სხვა ქვეყანაში.
ფგდფიჯჰფგიჰფო
"მისტრალი" - უნივერსალური სადესანტო ხომალდია, ვერტმფრენების დასაჯდომი ადგილით და გრძელვადიანი ცურვის (32 ათასი კილომეტრი) ფუნქციით. მას შეუძლია ბორტზე მიიღოს დესანტი – 900 ადამიანამდე. ისე კი, მისი ეკიპაჟის რაოდენობა 160 ადამიანია.

ასევე მასზე ხერხდება 40 ტანკის, ან 70 ავტომანქანის განთავსება. ხომალდის ავიაჯგუფი შეადგენს 16 ვეტმფრენს, რომლთაგან ერთდროულად ექვსს შეუძლია გემზე განთავსება. გემის კორპუსის მაქსიმალური სიგრძე 210 მეტრია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100