სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას მოითხოვს ოკუპანტი და როგორი იქნება მისი შემდგომი ნაბიჯები

რუსმა მესაზღვრეებმა თითქმის სამწლიანი ოკუპაციის შემდეგ, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დატოვეს. დღეს უკვე სოფელ პერევში არცერთი რუსი ოკუპანტი აღარ იმყოფება.
დფდგდფგდფგდფ
სოფელ პერევს ქართული პოლიცია სრულად აკონტროლებს. პერევში შსს წარმომადგენლები და საერთაშორისო დამკვირვებლები იმყოფებიან. ამ დროისთვის პერევში განაღმითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დფდგდფგდფგდფ
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა არ გამორიცხა, რომ ოკუპანტებს შესაძლოა პერევში ნაღმები დაეტოვებინათ, ამიტომაც მათ სოფლის შემოწმება დაიწყეს.
დფდგდფგდფგდფ
პერევში რუსულ პოსტზე კონტროლის შესუსტება 17 ოქტომბერს დაიწყო. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები თვლიან, რომ ოკუპანტმა პერევიდან სამხედროები დიპლომატიური ზეწოლის შედეგად გაიყვანა.
დფდგდფგდფგდფ
"პერევიდან ჯარის გაყვანა იმ დიპლომატიური ზეწოლის შედეგია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გააქტიურდა, როგორც აშშ-ს, ისე საფრანგეთის და ბრიტანეთის მხრიდან. თუმცა, საქართველოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი კვლავ ოკუპირებულია და საერთაშორისო ძალისხმევა ამ მიმართულებით არ შენელდება", - განაცხადა, ნუგზარ წიკლაურმა.
დფდგდფგდფგდფ
რუსი ექსპერტების დიდი ნაწილი მოსკოვის მხრიდან, პერევიდან ჯარის გაყვანას, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების სურვილს უკავშირებს. ხელისუფლებაშიც არ გამორიცხავენ და თვლიან, რომ შესაძლოა რუსეთმა პერევიდან ჯარი სწორედ ამ მიზნით გაიყვანა. ამიტომაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პერევიდან ჯარის გაყვანა რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საპიწონე ვერ იქნება.
დფდგდფგდფგდფ
"დრონი..ჯი"-მ ამ საკითხზე შეფასება ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს სთხოვა.
რამაზ საყვარელიძე: "რუსეთი არის იმ ტიპის პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ტყუილად არაფერს გააკეთებს. რუსეთი სიკეთეს მარტო სიკეთისთვის არ გააკეთებს, თუ რაიმე ხეირი არ ნახა. და ამდენად უნდა ვივარაუდოთ, რომ პერევიდან ჯარები ან საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში, ან რაიმე სხვა საზღაურში არის გაყვანილი. ანალოგიურად უნდა ვივარაუდოთ, რომ შემდეგი ნაბიჯები, რომელიც რუსეთის მხრიდან გადაიდგმევა, გადაიდგმევა რაღაცის საფასურად. ამიტომ ტერმინი ზეწოლა, რაც საკმაოდ ხშირად იხმარება, შეიძლება არ იყოს ბოლომდე ადეკვატური. არა იმდენად ზეწოლა, რამდენადაც გაცვლა. ანუ რუსეთის ეს ნაბიჯი უნდა შეფასდეს, როგორც პოლიტიკური გაცვლა რუსეთისა რაღაცა ისეთში, რაც მას აწყობს".

აღსანიშნავია, რომ პერევი ერთადერთი ქართული სოფელია, რომელიც აგვისტოს ოკუპაციის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა დატოვეს. საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი კი რუსეთის მხრიდან დღემდე ოკუპირებულად რჩება. რას მოითხოვს ოკუპანტი და როგორი იქნება მისი შემდგომი ნაბიჯები ამას მხოლოდ და მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100