სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბერლუსკონის უფლება აქვს 2013 წელს ძველ თანამდებობას დაუბრუნდეს

სილვიო ბერლუსკონი, რომელმაც თანამდებობა 2011 წლის ნოემბერში დატოვა და არცერთხელ არ გამოუთქვამს აღდგენის სურვილი, შეძლებს 2013 წლის იტალიის საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წარმოაყენოს.

როგორც ცნობილია, ბერლუსკონის პარტია ლიდერის გარეშე ამომრჩეველთა 10 პროცენტის მხარდაჭერასაც ვერ მიიღებს 2013 წლის არჩევნებზე, სწორედ ამიტომ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კვლავ გადაწყვიტა პრეტენზია გომთქვას პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე და იგი მიზნის მისაღწევად დაურალავად იშრომებს. ლიდრეთან ერთად კი პარტია ხმების მინიმუმ 18 პროცენტის მოგროვებას მაინც მოახერხებს.

„რა თქმა უნდა საკმაოდ რთული სიტუაციები გველის. ამ დაბრკოლებების გადასალახად დაუღალავი შორომა არის საჭირო, მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ. თუ შევძლებ ძველ თანამდებობაზე დაბრუნებას, პირველი რასაც გავაკეთებ იტალიის ეკონომიკურ კრიზისს ძირფესვიანად აღმოვფხვრი“, - აღნიშნავს ბერლუსკონი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100