სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოქრუაშვილი ბრუნდება, გეშინოდეთ!

ოპოზიციონერების აზრით, საქართველო პოლიციური სახელმწიფოა. ოპოლიდერები თვლიან, რომ შსს-ს მაღალჩინოსნებს ხელთ უზარმაზარი ძალაუფლება აქვთ, უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და მოქალაქეებს ისე ექცევიან, როგორც მოეპრიანებათ. თუმცა, არც ისე წვიმს, როგორც ქუხს. ცამდე მართალ და უდანაშაულო ადამიანებს, ნამდვილად, არავინ იჭერს. ისე, ერთი რამ ავიწყდებათ საკმაოდ კარგი მეხსიერების მქონე ოპოზიციონერებს და მოდით, შევახსენოთ.
ფდსფკდსლ;ფკლ;სდფკ;
თუ დღეს ოპოზიციას აქვს საფუძველი იმის თქმის, რომ ქვეყანაში პოლიციური რეჟიმია გამეფებული და სამართალდამცველებს გადამეტებული, “გაბერილი” უფლებები აქვთ, ამაში ლომის წილი ოქრუაშვილს მიუძღვის. იმ რეფორმების და კანონების ნახევარზე მეტი, რომლებიც ოპოზიციონერებს თვალში არ მოსდით, სწორედაც რომ მათი დღევანდელი კოლეგა ოპოზიციონერის, ირაკლი ოქრუაშვილის შსს მინისტრობის დროს არის მიღებული. ოქრუაშვილის გენერალური პროკურორობის დროს იშვა დანაშაულის “შეკრებითობის პრინციპით” განსაზღვრა. ასე რომ, პროკურორები უმაღლეს სასჯელს რომ უსჯიან ბრალდებულებს, ეს “ოქროს” დამსახურებაა და მას მოჰკითხონ. თუმცა, დღეს ეს ოპოლიდერებს არ ახსოვთ, ან არ უნდათ რომ ახსოვდეთ.
ფდსფკდსლ;ფკლ;სდფკ;
სოზარ სუბარი: “ირაკლი ოქრუაშვილი ხელყოფს ადამიანთა უფლებებს, მოხარული ვიქნები, თუ ამ საქმეებით პროკურატურა დაინტერესდება”.
ფდსფკდსლ;ფკლ;სდფკ;
კახა კუკავა: “ირაკლი ოქრუაშვილი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია საქართველოში. და ეს კაცი, გჯერათ, რომ უკანონობას ებრძვის საქართველოში? ის იმ ბიზნესმენებს ებრძვის, რომლებიც მისი ლობისტი ბიზნესის კონკურენტები არიან.”
ფდსფკდსლ;ფკლ;სდფკ;
ლევან გაჩეჩილაძე: “ირაკლი ოქრუაშვილი კონტრაბანდისტია”.
ფდსფკდსლ;ფკლ;სდფკ;
აი, ასე ამკობდნენ ოქრუაშვილს მინისტრობის დროს დღევანდელი მისი მოკავშირეები. დღეს კი ოქრუაშვილი მათთვის ერთი ალალ-მართალი, ხელისუფლების მიერ დევნილი, საბრალო, უდანაშაულო ბიჭია. და რადგან ოპოზიციაში გადაბარგდა და ხელისუფლება ამხილა, ყველაფერი უნდა ეპატიოს. ასე თვლიან ვაიოპოზიციონერები და მორჩა. გეგონებათ, ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ ვაწერდით ხელს იმ დანაშაულებს, რომლის გამოც საყვედურობდნენ და მკვდარ-ცოცხალს უგინებდნენ “ოქროს” ოპოლიდერები.
ფდსფკდსლ;ფკლ;სდფკ;
ვაიოპოზიციონერებმა ყველაფერი მიუტევეს “ოქროს,” დღეს მასზე ამოსდით მზე და მთვარე და მასთან პოლიტიკური ქორწინებაც დიდი ზარ-ზეიმით გააფორმეს. აქვთ თუ არა მათ ამის მორალური უფლება? ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა როგორი პატიოსანი, პრინციპული და სუფთა ოპოსპექტრი გვყავს.
მსგავსი მსგავს ეძებს და ხალისით უკავშირდებაო, ნათქვამია. პრინციპული და წესიერი ოპოზიციონერი ოქრუაშვილთან ერთად პარტიას კი არ შექმნიდა, არამედ, თუ როდესმე ხელისუფლებაში მოვიდოდა, მოჰკითხავდა ჩადენილი დანაშაულების გამო და თავის ადგილს მიუჩენდა. თუმცა, სად გაჩეჩილაძე და სად წესიერება.
ფდსფკდსლ;ფკლ;სდფკ;
რას ემსახურება ახალი ოპოზიციური გაერთიანება და როგორია მათი სამოქმედო გეგმა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ამ გაერთიანებაში თავმოყრილი ადამიანები დიპლომატიით და არარადიკალური ქმედებებით რომ არ შეეცდებიან ხელისუფლების შეცვლას, ეს ცხადია.
ფდსფკდსლ;ფკლ;სდფკ;
კოკა გუნცაძე და ლევან გაჩეჩილაძე თავისთავად ქუჩასთან და რადიკალიზმთან ასოცირდებიან. აი, ყოფილი სახალხო დამცველი და ალასანიას თანაგუნდელი როგორ მოხვდა ამ გაუგებრობაში, ცოტა არ იყოს და, გაუგებარია. როგორც ჩანს, ახალი ქართული იდეის შექმნას, ქუჩაში დგომა არჩია.
ფდსფკდსლ;ფკლ;სდფკ;
არანაკლებ საინტერესოა, ვინ იქნება ამ გაერთიანების დამფინანსებელი. მოკლედ, ბევრი კითხვაა და უმეტეს მათგანს პასუხს დრო თავად გასცემს. ერთი რამ ფაქტია: ცალკე აღებული პარტიები ხელისუფლებას შინ ვერ გაისტუმრებენ, “ძალა ერთობაშია,” ასე რომ, მოძებნეს ბატონებმა ერთმანეთი. “მიშა მოდიან,” გეშინოდეს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100