სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძე ბიძინასკენ, ივანიშვილი კი თავისუფლების მოედნისკენ მიემართება...

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აქციას მხარდამჭერებთან ერთად ლეონიძის ქუჩიდან შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავისუფლების მოედნისკენ თბილისის სამი უბნიდან დაიძრნენ. ავლაბარიდან და ვაკის პარკიდან დაძრული კოლონები ერთმანეთს ფილარმონიასთან შეუერთდნენ.

ამ დროისათვის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავისუფლების მოედნისკენ მიიწევენ.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი აქტივისტები კი ივანიშვილის მოლოდინში არიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივანიშვილი რუსთაველის გამზირიდან მხარდამჭერებთან ერთად მომემართება.

აღნიშნული ინფორმაცია ნინელი ჭანკვეტაძემ გაავრცელა, რომელიც ამ წუთებში კოალიციის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100