სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოქრუაშვილისა და პატარკაციშვილის პარიზული შეხვედრის აქამდე უცნობი დეტალები

საზოგადოებისთვის დღემდე გაურკვეველია, თავის დროზე, ყველასთვის მოულოდნელად, მიხეილ სააკაშვილმა რატომ ჩამოალაბორანტა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და რატომ დანიშნა ეკონომიკის მინისტრად. ოქრუაშვილმა ერთ კვირაში მიატოვა ეკონომიკის სამინისტრო.
დფსდგფდგდფჰფგ
მოგვიანებით, როცა ოქრუაშვილი ოპოზიციაში გადაბარგდა და ბადრი პატარკაციშვილის ყოჩად იქცა ხელისუფლებასთან ბრძოლაში, თითქმის ყველაფერი გაირკვა _ ირაკლი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ნებისმიერი გზითა და საშუალებებით მზად იყო, თვით იმ სისხლიანი სცენარითაც, რომელიც პატარკაციშვილმა ლონდონში ერეკლე კოდუას გაუმხილა და თანამონაწილეობაც შესთავაზა. მოკლედ, ოქრუაშვილმა რუსეთის მიერ დაწერილ პოლიტიკურ სცენარში საკუთარი სურვილით ითამაშა ერთ-ერთი მთავარი როლი. რუსეთს თავისი გეგმა რომ განეხორციელებინა პატარკაციშვილის ხელით, ოქრუაშვილი ახალ ხელისუფლებაშიც ერთ-ერთი მთავარი გმირი უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს გეგმა გაიშიფრა, ჩაიშალა და რას გამორჩა ექს-ყველაფრის მინისტრი, მოგეხსენებათ – პოლიტიკური დევნილის სტატუსით ახლა პარიზში ცხოვრობს.
დფსდგფდგდფჰფგ
თუმცა ერთი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი და დღემდე ეს საკითხი არ ამოწურულა. როცა სააკაშვილმა ოქრუაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტი, ანუ ძალაუფლება წაართვა, რა მიზეზით მოხდა ეს – ოქრუაშვილის ორგულობა ინტუიციურად იგრძნო თუ კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდა "პირველი მინისტრის" ორმაგ თამაშზე?
დფსდგფდგდფჰფგ
"დრონი.ჯი"-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ოქრუაშვილის მინისტრის პოსტიდან გაშვება კონკრეტულ მიზეზს უკავშირდება. კერძოდ, 2006 წლის აპრილში თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა პარიზში, სადაც მონაწილეობდა ევროკავშირის ეგიდით გამართულ კონფერენციაში, რომელსაც მის გარდა ევროკავშირის არა წევრი რამდენიმე სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრიც ესწრებოდა. ამ დროს, ბადრი პატარკაციშვილი იმყოფებოდა ამერიკაში, სადაც "ნიუსკორპის" ხელმძღვანელებთან მორიგ მოლაპარაკებას მართავდა "ტელე-იმედის" თაობაზე. ოქრუაშვილმა, ამ ვიზიტისას, მხოლოდ ორი ადამიანი, უახლოესი გარემოცვიდან ყველაზე სანდო პირები იახლა. ის პარიზში, სასტუმრო "შერატონში" დაბინავდა.
დფსდგფდგდფჰფგ
ოქრუაშვილის პარიზში ყოფნის დროს (მან იქ მთელი კვირა დაჰყო), ნიუ-იორკიდან, ერთ-ერთი ამერიკელი ბიზნესმენის კერძო თვითმფრინავით პარიზში გადმოფრინდა ბადრი პატარკაციშვილი. ის კონფიდენციალურად შეხვდა ირაკლი ოქრუაშვილს სულ სხვა სასტუმროს, "ჰილტონის" ნომერში, რომელიც საფრანგეთის მოქალაქის სახელზე იყო დაჯავშნული. ამ შეხვედრაზე ოქრუაშვილი მარტო წავიდა – თან არც ის ორი თანმხლები პირი იახლა (ორივე მათგანი სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო).
დფსდგფდგდფჰფგ
მათი შეხვედრის შესახებ შს სამინისტროს მეშვეობით ცნობილი გახდა სააკაშვილისთვის. თუმცა პრეზიდენტმა თავდაპირველად არ დაიჯერა. მან თავისი წყაროებით გადაამოწმა და დაუდასტურეს, რომ ნიუ-იორკის ერთ-ერთი აეროპორტიდან ბადრი პატარკაციშვილის კერძო თვითმფრინავი არ აფრენილაო. თუმცა, პარალელურად, აეროპორტის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურებმა დაადასტურეს, რომ ბადრი პატარკაშვილმა გადაკვეთა ამერიკის საზღვარი და დაუსახელეს იმ თვითმფრინავის ყველა მონაცემები, რომელიც აეროპორტის აერონავიგაციისა და მისი შიდა უსაფრთხოების სამსახურისთვის იყო ცნობილი.
დფსდგფდგდფჰფგ
პარალელურად, პრეზიდენტმა, შესაბამისი სამსახურების მეშვეობით, გადაამოწმა, რომ ზუსტად იმ მოდელის, იმ მონაცემების თვითმფრინავი "დე გოლის" პარიზის აეროპორტში დაფრინდა დილის 9 საათზე, ხოლო საღამოს 7 საათზე ისევ ამერიკისკენ გაფრინდა. დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს თვითმფრინავი კვლავ ამერიკაში, ნიუ-იორკის აეროპორტში დაფრინდა და ბადრი პატარკაციშვილმა ხელახლა გადაკვეთა აშშ-ის საზღვრები.
დფსდგფდგდფჰფგ
მოკლედ, პატარკაციშვილი ჩუმად ეწვია პარიზს. შეხვდა ოქრუაშვილს და ამერიკაში დაბრუნდა, დაზღვევის მიზნით კი მხოლოდ ერთადერთ საშუალებას მიმართა – ამერიკის მოქალაქე, მეგობარი ბიზნესმენის თვითმფრინავით იფრინა, საკუთარი კი, თვალის ასახვევად, აეროპორტში დატოვა. პატარკაციშვილს რომ არცთუ მაღალი წარმოდგენა ჰქონდა ქართულ სპეცსამსახურებზე, ეს იმ სპეცოპერაციამაც დაადასტურა, რომლის ფინალიც მისი კოდუასთან შეხვედრა იყო (ამას წინ უძღოდა კოდუასთან ადვოკატ მარინა გაბუნიას – ორჯერ და ვალერი გელბახიანის შეხვედრები).
დფსდგფდგდფჰფგ
თუმცა, წყაროსთვის უცნობია, ვინ შეატყობინა შს სამინისტროს ოქრუაშვილ-პატარკაციშვილის შეხვედრის შესახებ – ოქრუაშვილის თანმხლები ორი პირიდან ერთ-ერთმა თუ სხვამ. ჩვენი ინფორმაციით, როცა ყველანაირად გადამოწმდა და დადასტურდა პატარკაციშვილ-ოქრუაშვილის ფარული შეხვედრა, მიხეილ სააკაშვილს განზრახული ჰქონდა, პარიზში ყოფნისასვე მოეხსნა თავდაცვის მინისტრი. თუმცა პოლიტიკურმა გარემოცვამ ეს გადააფიქრებინა, რადგან მაშინ ოქრუაშვილს ძალზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა, თავდაცვის სამინისტროს მთლიანად აკონტროლებდა და დიდი შანსი იყო, მის ერთ მოწოდებას სამხედრო ამბოხი მოჰყოლოდა.
გარდა ამისა, სააკაშვილმა თანამებრძოლს დაუტოვა შანსი, ის მაინც ვარაუდობდა, რომ ოქრუაშვილი, შესაძლოა, დამოუკიდებელ თამაშს კი თამაშობდა, მაგრამ არა მის საზიანოდ. შესაძლოა, ირაკლი თამაშში აჰყვა პატარკაციშვილს, მაგრამ მას არ გაჰყვება, მის გეგმებს შეიტყობს და მერე ყველაფერს გაამხელსო. თუმცა პრეზიდენტი კვლავ შესცდა. თბილისში დაბრუნებულ ოქრუაშვილს კრინტი არ დაუძრავს პატარკაციშვილთან ფარული შეხვედრის შესახებ. ცხადია, ამის მერე, პრეზიდენტი მას აღარ ენდობოდა და მინისტრზე და მისი გარემოცვის წევრებზე, როგორც სახელმწიფო შეთქმულებაში ეჭვმიტანილებზე, შესაბამისი ორგანოები კონტრღონისძიებებს მიმართავდნენ.
დფსდგფდგდფჰფგ
ამ ამბიდან რამდენიმე თვეში ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის სამინისტროს მოაცილეს და ეკონომიკის სამინისტრო ჩააბარეს. ის მართლა იმუქრებოდა ოპოზიციაში გადასვლით, მაგრამ დააშოშმინეს და დაჰპირდნენ, რომ როცა ეკონომიკის სამინისტროს ფეხზე დააყენებდა, ისევ თავდაცვის უწყებას ჩააბარებდნენ. თუმცა ოქრუაშვილს ჭკუა და მიხვედრილობა არ აკლია – ეტყობა მიხვდა, რომ მისი და პატარკაციშვილის შეხვედრის შესახებ შეიტყო პრეზიდენტმა და მისი განეიტრალება ამით იყო გამოწვეული.
დფსდგფდგდფჰფგ
საბოლოოდ კი, შედეგად მიიღო ის, რომ ოქრუაშვილს პარიზი საბედისწერო ქალაქად ექცა.
ფსდფსდფსდფ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100