სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

IRI: "ნაციონალური მოძრაობა" დედაქალაქშიც და რეგიონშიც ლიდერობს

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, რეგიონებსა და თბილისში აქტიურობის კუთხით "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 45%

„ქართული ოცნება“ – 15%

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 9%

სხვა პარტიები - 31%

კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია იყო თქვენს რეგიონში აქტიური? შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 34%;

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" – 4%;

"ქართული ოცნება" – 3%; "ლეიბორისტული პარტია" – 0.4%;

"ახალი მემარჯვენეები" – 0.3%;

კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 30%-მა;

თავი შეიკავა - 33%-მა.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შედეგები ასეთია:

20% - "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა";

"ქართული ოცნება" – 2%

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" – 2%;

გამოკითხულთა 0.3% მიიღო "ლეიბორისტულმა პარტიამ"; 0.2% აქვს "ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას" და 0.1% - "ევროპელ დემოკრატებს"; კითხვაზე პასუხი არ იცის – 37%-მა; თავი შეიკავა – 41%-მა.

კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს მისცემდით ხმას? - შედეგები ასე გამოიყურება: "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი - 37 %, "ქართული ოცნება" - 19 %, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - გიორგი თარგამაძე - 10 %.

კითხვა: რომელი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ენდობით ყველაზე მეტად?

28 % - გიორგი თარგამაძე,

21 %- ბიძინა ივანიშვილი.

გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე მეტად ეკლესიას ენდობა.
კითხვაზე, "რომელ ინსტიტუციებს ენდობით?" - შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ეკლესია – 92%;

ჯარი - 90%;

პოლიცია – 90%;

პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 71%;

პარლამენტი – 69%;

მთავრობა – 68%;

განათლების სისტემა – 67%;

მედია – 66%;

ცენტრალური ბანკი – 62%;

პროკურატურა – 54%;

ადგილობრივი მმართველობები – 54%;

სასამართლო – 51%;

გუბერნატორები – 46%;

ომბუდსმენი – 41%;

ცენტრალური საარჩევნო კომისია – 41%;

პოლიტიკური პარტიები – 40%;

კონტროლის პალატა – 36%;

პროფკავშირები – 21%;

გამოკითხულთა უმეტესობა მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, უმუშევრობა პრობლემად რესპონდენტთა 70 %-ს მიაჩნია, ხოლო 50 % მას მთავარ პრობლემად ასახელებს.
პრობლემებს შორის მეორე ადგილზე 40 %-ით ტერიტორიების დაკარგვის საკითხი დგას, რომელსაც გამოკითხულთა 20 % მთავარ პრობლემად მიიჩნევს.

IRI-ის კვლევების მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში, ოპტიმიზმის განწყობა ერში (საზოგადოებაში) შემცირდა.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, კვლევების მიხედვით, 2012 წლის მარტში, ოპტიმისტური განწყობა ქვეყანაში 83% ჰქონდა, გასული წლის ნოემბერში კი – 87 %-ს, გასული წლის მაისში – 78 %-ს, 2010 წლის ოქტომბერში – 81%-ს.

ნეიტრალური განწყობა კი მიმდინარე წლის მარტში 13 %-ს ჰქონდა, თუმცა, გასული წლის ნოემბერში ასეთ განწყობაზე, 9 % იყო, გასული წლის მაისში – 17%, 2010 წლის ოქტომბერში – 16%.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ პესიმისტურ განწყობას, ასეთ განწყობაზე მიმდინარე წლის მარტშიც და გასული წლის ნოემბერშიც, 2-2 % იყო, გასული წლის მაისში კი 3 %, 2010 წლის ოქტომბერში კი მხოლოდ 1 % იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100