სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მთლიანი საქართველოსთვის“ - კრემლის ახალი რუპორი?

დღეს საქართველოში დაახლოებით 300-დე პოლიტიკური პარტიაა, თუმცა საზოგადოებამ უმეტესი მათგანის არც სახელწოდება და საერთოდ არსებობაც კი არ იცის.
დფსფდსფ
დღეს ვისაც არ ეზარება ყველა პარტიას ქმნის და პოლიტიკოსობას იბრალებს. მოკლედ, ბევრი 2 კაციანი პარტიაა დღეს საქართველოში. ერთ-ერთი ასეთი პარტიაა ,,მთლიანი საქართველოსთვის”, რომლის დამფუძნებელიც ვლადიმერ ვახანიაა, ხოლო თავმჯდომარე აკაკი გასვიანი. ვინაიდან ,,მთლიანი საქართველოს” ლიდერი ვლადიმერ ვახანია, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობას ვერ ღებულობს, ამიტომაც პარტიას აკაკი გასვიანი ხელმძღვანელობს.
დფსფდსფ
შეგახსენებთ, რომ ვახანია 2009 წლის 15 მარტს დააკავეს, იგი დაკავებულია ს.ს.კ. 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ე.ი. მისი იძულება გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან) და 236-ე მუხლის თანახმად. (ცეცხლსასროლი იარაღის, გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა).

პარტია ,,მთლიანი საქართველოსთვის” 2010 წლის 31 მარტს შეიქმნა. გასვიანი, არც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობდა და საერთოდაც, დღემდე ჩრდილში იდგა.
დფსფდსფ
აი, დღეს კი არენაზე გამოსვლა გადაწყვიტა. 18 სექტემბერს, 2 საათზე ჭადრაკის სასახლეში ,,მთლიანი საქართველოს” ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის თავჯდომარე საზოგადოებას სამომავლო გეგმებს გაააცნობს. პარტია ეროვნულ-ცენტრისტული მიმართულების იქნება და არა კონფრონტაციის, იგი გაერთიანებისა და შემრიგებლის როლს შეასრულებს. ,,პარტიას არავინ აფინანსებს”, ასეთი რამ განაცხადა პარტიის დაფუძნებისას გასვიანმა, თუმცა....
დფსფდსფ
,,დრონი ჯი-ს” ინფორმაციით, პარტიას კრემლი აფინანსებს. ჩვენი წყაროს თქმით, ,,მთლიანი საქართველოსთვის” პრორუსული პარტიაა და ბუნებრივია, ოკუპანტის ინიციატივით არის შექმნილი. ვახანიას ჰყავს ძმა, თეიმურაზ ვახანია, რომელიც არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, გააჩნია საკუთარი ბიზნესი მოსკოვში და ის პარტიას თავის მეგობარ რუს მაღალჩინოსნებთან ერთად აფინანსებს. ოქტომბრის ბოლომდე პარტია დიდ დაფინანსებას მიიღებს რუსეთიდანო, გვიყვება წყარო.
დფსფდსფ
,,დრონი. ჯი” კომენტარისთვის ,,მთლიანი საქართველოს” თავჯდომარეს, აკაკი გასვიანს დაუკავშირდა.
დფსფდსფ
– ბატონო აკაკი, ჩვენი ინფორმაციით, ,,მთლიან საქართველოს” რუსეთი აფინანსებს, ამაზე რას იტყვით?
დფსფდსფ
– რა? ვინ აფინანსებს? ვინ გვაძლევს ჩვენ ფინანსებს საერთოდ, ეს საიდან მოიტანეთ? ეს რაღაც ახალი ვერსიაა. ჩვენ არავინ გვაფინანსებს, ოფისის ფულსაც კი პარტიის წევრები ვკრეფთ ერთმანეთში, ვაგროვებთ და ისე ვიხდით ხოლმე. სხვა ფინანსები ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩემი მკაცრი მოთხოვნაა ასეთი ინფორმაციის გავრცელებას მოეშვან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეძებთ ფინანსებს და აუცილებლად მოვნახავთ კიდეც, რადგან დაფინანსების გარეშე პარტია ვერ იარსებებს, მაგრამ ფინანსებს რუსეთში არ ვეძებთ. საქართველოში ვინმეს ვთხოვთ დაფინანსებას და მივიღებთ კიდეც.
ჯერჯერობით ძალიან შეზღუდულად ვართ, რადგან ახალი პარტია ვართ, როცა კონფერენციას ჩავატარებთ შემდეგ უკვე ძალა მოგვეცემა. ვინმე დაგვაფინანსებს, ახლა ბევრი კი არ გვინდა ჩვენ, როგორც არის კანონით მიღებული, ანუ თვეში 500-1000 ლარიც გვეყოფა. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს ყველა პარტიასთან ვაპირებთ თანამშრომლობას, დაწყებული ,,ლეიბორისტებიდან” დამთავრებული ,,ნაციონალური მოძრაობით”.
ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოში არსებული პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით მოგვარება. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთთან ურთიერთობა აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, თუმცა საოკუპაციო ჯარების გაყვანის შემდეგ. მე არც აშშ-ის და არც რუსეთის აგენტი ვარ, მე ვარ საქართველოს.
დფსფდსფ
,,დრონი. ჯი” ამ საკითხზე კომენტარისთვის ნაციონალური მოძრაობის წევრ, შოთა მალაშხიას დავუკავშირდა.
დფსფდსფ
შოთა მალაშხია: ,,ამ საკითხზე ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა მთვარია რას წარმოადგენენ, რა სურთ და ,,მთლიანი საქართველო” რას ნიშნავს, თუ ეს ნიშნავს რუსეთთან თეთრი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებას აქ უკვე ყველაფერი ცალსახად ნათელი იქნება. ამდაგვარ პარტიებს კი საქართველოში არანაირი მომავალი არ აქვთ”.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100