სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეგვიპტე - გამოსამშვიდობებელი, "კანონიერი" სექსი გარდაცვლილ ცოლთან

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეგვიპტის ახალი პარლამენტის დეპუტატებმა წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელიც მოითხოვს უფლება მიეცეს მამაკაცს ჰქონდეს გამოსამშვიდობებელი სექსი გარდაცვლილ მეუღლესთან. ინტიმური კავშირი კი უნდა შედგეს გარდაცვალებიდან პირველ ექვს საათში.

ყველაფერთან ერთად, დეპუტატები აღნიშნავენ, რომ გამოსამშვიდობებელი სექსი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქალი მამაკაცის ოფიციალური და კანონიერი მეუღლეა.

აღნიშნული ინიციატივა მას შემდეგ იქნა წამოყენებული, რაც მაროკოელმა იმამმა, ზამზამი აბდულ ბარიმ ქალბატონებს უფლება მისცა გარდაცვლილ კანონიერ მეუღლეებთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონოდათ.

კანონპროექტი გამოსამშვიდობებლ სექსზე არ არის ეგვიპტის ახალი პარლამენტის ერთადერთი ინიციატივა. პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ საქორწილო ასაკის 14 წლამდე დაყვანას. ამით კი მათ საშულება მიეცემათ ქალბატონის განათლებისა და მუშაობის უფლება შეზღუდონ.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის მოსახლეობა აღნიშნული კანონპროექტებისადმი სკეპტიკურად არის განმსჭვალული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100