სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ვაშინგტონში დახურულ შეხვედრებს მართავს

ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, დახურულ კარს მიღმა გაიმართა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უილიამ ბერნსსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას შორის. შეხვედრას მედიის წარმომადგენლები არ დასწრებიან. მოგვიანებით ვაშინგტონში ჩატარდება დემოკრატიის ჯგუფის შეხვედრა, რომელიც აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მუშაობს. დელეგაციებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უხელმძღვანელებენ. აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ შეხვედრისას განიხილება დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი მშენებლობის, მოახლოებული არჩევნების, მედიაგარემოს და სხვა საკითხები, რომლებსაც დემოკრატიასთან უშუალო კავშირი აქვთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100