სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილის ერთი ანეკდოტი რუს ტურისტზე, რომელიც ინგლისურში მოიკოჭლებდა

ბოლო დღეებში საქართველო, ქვეყანაში ოკუპაციის კვირეულის აღნიშვნის გამო ისევ ტოპ-თემაა რუს ბლოგერებთან და ზოგადად, რუსულ ინტერნეტსივრცეში. რასაკვირველია, ოკუპაციამ და მე-11 არმიამ ბევრს გაახსენა 2008 წლის აგვისტო და ამ ომთან დაკავშირებული დეტალები. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც, ტრადიციულად, არ გაუშვეს შესაძლებლობა, აუგად მოეხსენებინათ ქართველები, უფრო კონკრეტულად კი - ჯარისკაცები და პრეზიდენტი.

რაც შეეხება ამ უკანასკნელს, მის მიმართ რუსი ბლოგერების არცთუ მცირე ნაწილმა მხარდაჭერაც კი გამოხატა. ზოგმა აღნიშნა, რომ „ჰალსტუხის თემა“ მოძველდა, რადგან ამაზე თავად საქართველოს პრეზიდენტიც ხუმრობს, ხოლო შემდეგ, რადგან იუმორზე ჩამოვარდა

საუბარი, ერთ-ერთმა ფორუმელმა ისეთი შემთხვევაც გაიხსენა, როცა პრეზიდენტმა „რუსების საწინააღმდეგოდ“ იხუმრა. ამის დასტურად მან მოიყვანა ანეკდოტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ტრიბუნიდან თქვა.

ფორუმელის მიერ დაწერილი ანეკდოტი სწრაფად გავრცელდა ბლოგებზე და პოლიტიკურ ფორუმებზეც. ვფიქრობთ, არც ქართველებისთვის იქნება უინტერესო მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროკავშირის ტრიბუნიდან ნათქვამი ანეკდოტი, რომელიც ასეთი შინაარსისაა:

რუსი ტურისტი აპირებს საქართველოში შემოსვლას და საბაჟოზე სპეციალურ კითხვარს ავსებს. პუნქტში Occupation, სადაც, როგორც წესი, მდგომარეობა, თანამდებობა, საქმიანობა უნდა ჩაიწეროს, რუსმა ტურისტმა ჩაწერა: „არა, ამჯერად მხოლოდ ტურიზმი..“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100