სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შევარდნაძე უკმაყოფილოა: მისი თქმით, საქართველოში ბევრი აზერბაიჯანელი და სომეხია

ედუარდ შევარდნაძემ საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ სიტუაციასთან დაკავშირებით უცნაური განცხადება გააკეთა: ის მიიჩნევს, რომ „ქართველი ერი გადაშენების ზღვარზეა“ და ხელისუფლება „არაფერს აკეთებს მრავალშვილიანი ოჯახების წასახალისებლად“.

შევარდნაძეს მიაჩნია, რომ საქართველო ახლა სწორედ ისეთ დღეშია, როგორშიც იყო გასული საუკუნის 30-იან წლებში, როცა „საქართველოში ქართველები უფრო ცოტანი იყვნენ, ვიდრე სომხები და აზერბაიჯანელები“.

„მაშინ კომპარტიის პირველი მდივანი გახდა კანდიდ ჩარკვიანი, რომელმაც დაიწყო ზუნვა დემოგრაფიული სიტუაციის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ნაციონალიზმში დასდეს ბრალი და თანამდებობიდან გადააყენეს. დღევანდელი ხელისუფლება კი, შევარდნაძის თქმით, ძალაუნებურად და გაუცნობიერებლად ატარებს პოლიტიკას „საქართველო ქართველების გარეშე“.

ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „საქართველოს მეზობლები მრავლდებიან და ქვეყნის ტერიტორიის მიტაცებას იწყებენ“.

ამ სიტუაციიდან გამოსავალი, შევარდნაძის აზრით, ხელისუფლების სათავეში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მოსვლაა. „ის თხემით ტერფამდე ქართველია და საკუთარ ხალხზე იზრუნებს“, - დასძენს ექსპრეზიდენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100