სანკტ–პეტერბურგელებმა „ედინოროსების“ პლაკატის "წაბილწვა" გადაიღეს და კლიპიც დაამზადეს

სანკტ–პეტერბურგში „პოლიტიკურ პლაკატებზე მონადირეთა“ ჯგუფი არსებობს, რომელთა წევრები „ედინაია როსიას“ წინასაარჩევნო პლაკატებს ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში „თავს ესხმიან“ და კი არ ანადგურებენ, ასხვაფერებენ და ზოგჯერ ბილწ (მაგალითად, ამ შემთხვევაში), ზოგჯერ კი სხვაგვარად გადაკეთებულ იერს აძლევენ. ამ კონკრეტულ კლიპში სანკტ–პეტერბურგში, ერთ–ერთ რკინიგზის სადგურთან მდებარე პლაკატია გადაკეთებული. „დრონი.ჯი“–ს რედაქცია ბოდიშს იხდის უცენზურობის ტირაჟირებისთვის, თუმცა, დავამატებთ, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც წარმოდგენილი ფოტო–ვიდეომასალა სხვადასხვა რუსულ, ოპოზიციურ მედიაში ფართოდ გაშუქდა.

კომენტარი