სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"როსკრედიტს“ კაპიტალის მოზიდვის ლიცენზია ივანიშვილის განცხადებამდე ერთი თვით ადრე მისცეს

ცნობილი ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანიების მენეჯმენტს ახორციელებს მმართველი კომპანია „უნიკორი“, სადაც შედის სხვადასხვა პროფილის საწარმოები სხვადასხვა სფეროებიდან, როგორებიცაა: ფინანსები, უძრავი ქონება, სააფთიაქო საქმიანობა, სოფლის მეურნეობა. კომპანიაში შედის შემდეგი ფირმები: „სტოილენსკაია ნივა“, „დოქტორ სტოლეტოვი“, „მ-დეველოპმენტი“, „ინტერფინ ტრეიდი“ და შპს „უნიკორ სერვისი“. აღსანიშნავია, რომ „უნიკორი“ 2011 წელს აგრძელებდა ბიზნესის გაფართოებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რუსეთში ამ სფეროებში ბიზნესის კეთება კი თეორიულად შეუძლებელია ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირის გარეშე.

„უნიკორ“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ბანკი „როსიისკი კრედიტია“. აღსანიშნავია, რომ ბანკ „როსიისკი კრედიტს“ ფიზიკური პირებისგან კაპიტალის მოზიდვის ლიცენზია რუსეთის ცენტრალური ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ სწორედ მიმდინარე წლის 29 აგვისტოს მისცა, ბიძინა ივანიშვილის პირველი განცხადების გავრცელებამდე (7 ოქტომბერი) ერთი თვით ადრე. მანამდე ბანკს ეს უფლება არ ჰქონდა. ეს ფაქტი დადასტურებულია რუსულ მედიაში, სადაც გარკვევითაა აღნიშნული, რომ ბანკს მანამდე შეჩერებული ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია. ინფორმაცია ამის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

ბიძინა ივანიშვილის ფირმა "უნიკორის" დეველოპერული დეპარტამენტი ახორციელებს დეველოპერულ პროექტებს, მათ შორისაა პროექტი "სადოვიე კვარტალი", რომლის ღირებულებაა 1 მილიარდი დოლარი.

კომპანია „უნიკორი“ ქ. მოსკოვში ახორციელებს რამოდენიმე სამშენებლო პროექტს, მათ შორის მრავალფუნქციურ კომპლექსს SUMMIT, რომელშიც შედის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო InterContinental Moscow Tverskaya ($120 მილიონი)

ასევე კომპანია „უნიკორი“ ქ. მოსკოვში ახორციელებს რამოდენიმე სამშენებლო პროექტს, მათ შორის Mandarin Oriental, როგორც დამოუკიდებელ კომპლექსს “LVXE Hotel”($180 მილიონი).

ვიდეოგამოსახულების სახით გთავაზობთ ერთ-ერთ პროექტს - „ინტერკონტინენტალ მოსკოვ-ტვერსკაიას“, რომელსაც „უნიკორი“ ახორციელებს. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ მსგავსი გრანდიოზული პროექტების განხორციელება მოსკოვის ცენტრში შეიძლება ისე, რომ ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირები არ გქონდეს, მინიმუმ, რუსეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებში არაა გარკვეული ან უბრალოდ, იმის დანახვა არ სურს, რაც კარგად ჩანს...

ბმული ვიდეოზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100