სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადაფის სიკვდილის წინ გადაღებულ ვიდეოში რუსული საუბარი გაშიფრეს (ვიდეო)

რუსულმა ტელეკომპანიამ „დოჟდ“-მა მუამორ კადაფის სიკვდილის წინ გადაღებული კიდევ ერთი ახალი, სენსაციური კარდები გაავრცელა და ამჯერად ყურადღება არა იმდენად ვიდეოს შინაარსზე, რამდენადაც იქ ასახულ საუბარზე გაამახვილა და დაასკვნა, რომ კადაფის სიკვდილის წინ მის შემპყრობთა შორის სლავებიც იყვნენ.

ტელეარხი ასკვნის, რომ ვიდეოში რუსული საუბარი, უფრო სწორად, ერთი ფრაზა ისმის და ის ასე ჟღერს: «Ну что, давай носилки, будем уносить».

გამოცემა მიუთითებს, რომ ცანაწერი გაშიფრეს კოლეგებმა, რომლებიც კარგად ფლობენ არაბულს და დაასკვნეს, რომ სიტყვები არაბული არ არის. ტელევიზიაში განმარტავენ, რომ კადაფის შეპრობისა და მკვლელობის სრული ვერსია მაყურებელმა გამოგზავნა.

ამავე დროს, ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ ფრაზები არაბული, მაგრამ ბერბერული კილოდან იყოს, რაც რუსული ენის მსგავსია. ვიდეოს კომენტარებში წერენ, რომ არანაირი რუსული ფრაზა მანდ არ ისმის და არა რუსულისთვის დამახასიათებლად, არამედ ბევრად უფრო სწრაფად საუბრობენ.

ბმული ვიდეოზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100