მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
სარეკლამო ადგილი - 31
200 x 500
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
მინ­და ყვე­ლა ჩე­მი სი­სუ­ლე­ლის ამა­ყი ავ­ტო­რი ვი­ყო…­და არა უბ­რა­ლოდ ავ­ტო­რი….
ახლა კითხულობენ

„გადააგდეს” თუ არა ბედუკაძე და რას ნიშნავს: „ნეტა არ გადამედგა ეს ნაბიჯი, ვნანობ...“  

გოგა ხაინდრავას, ჩხრეკის დროს, 700 აბი „სუბოტექსი“ უპოვეს...  

ოკუპაცია: 25.02.1921 - ბრძოლის ველი და მენშევიკთა უნიათობა (ვიდეო)  

გუბაზ სანიკიძე: „ოპოზიციის ქმედება სპორტის ახალი ნაირსახეობაა, რომელსაც კისრის მოტეხვის ჩემპიონატი ჰქვია“  

შალვანა ნათელაშვილი პოლიტიკამ დაღალა?!  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში 
ჯორჯ ბუში: საქართველოსთან ომის დაწყების დღეს, პუტინს ვუთხარი: "თქვენ ცივსისხლიანი ხართ!.."
pirWeli
16:25 21.10.2011
აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსის წიგნი "საკვანძო გადაწყვეტილება" რუსულ ენაზე გამოიცა.

როგორც "Комсомольская правда" აღნიშნავს, "ექს-პრეზიდენტი საკუთარ მემუარებში რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს დიდ ყურადღებას უთმობს და არც არის გასაკვირი: ისინი ერთმანეთს 40-ჯერ შეხვდნენ".

"ავტორი ასევე ალკოჰოლთან საკუთარ პრობლემებზე, ერაყისა და ავღანეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე წერს და რიგ შეცდომებს აღიარებს. ბუში სლოვენიაში პუტინთან პირველ შეხვედრას იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ საუბარი საბჭოთა კავშირის ვალებს ეხებოდა და დიალოგი რთული აღმოჩნდა. აშშ-ის ექს-პრეზიდენტის აზრით, "ხელისუფლებაში ყოფნის 8 წელიწადმა პუტინი გააფუჭა, საერთაშორისო საქმეებში მან აგრესიულად მოქცევა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების ჯიუტად დაცვა დაიწყო" - აღნიშნავს "Комсомольская правда".

მისივე ინფორმაციით, მემუარებში ცალკე თავი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს ეძღვნება.

"ბუში წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან სატელეფონი საუბარი ხმამაღალ ტონში წარიმართა. "მედვედევმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა მის მიერ არაკონტროლირებად რესპუბლიკაში 1500 მშვიდობიანი მცხოვრები მოკლა და იგი სადამ ჰუსეინზე უკეთესი არაფრითაა. იგივე თეზისი გაიმეორა პრემიერმა პუტინმაც, რომელიც იმ დროს პეკინის ოლიმპიადის გახსნაზე იმყოფებოდა. ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ რუსები თბილისში შეიჭრებოდნენ და სააკაშვილს ჩამოაგდებდნენ...", - იხსენებს, "Комсомольская правда"-ს ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტი.

"ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე მე და ლორა პუტინისა და მისი თარჯიმნის რიგში ვისხედით. ეს იყო მასთან დალაპარაკების შანსი. მე ვიცოდი, რომ ტელეკამერები ჩვენსკენ იყო მომართული და ამიტომ ვცდილობდი, მშვიდად ვყოფილიყავი. მე მას ვუთხარი, რომ ეს სერიოზული შეცდომა იყო და რომ რუსეთი თავს იზოლაციაში მოიქცევდა, თუ საქართველოდან არ გავიდოდა. პუტინმა მიპასუხა, რომ "სააკაშვილი სამხედრო დამნაშავე იყო და რუსეთის პროვოცირება მოახდინა" - იგივე ტერმინი, რაც მედვედევმა გამოიყენა. "თქვენ გაფრთხილებდნენ, რომ სააკაშვილს ცხელი სისხლი აქვს", - ვუთხარი მე პუტინს. "მეც ცხელი სისხლი მაქვს" - მიპასუხა მან. მე მას ყურადღებით შევხედე და ვუთხარი: "არა, ვლადიმერ, თქვენ ცივსისხლიანი ხართ", - წერს, "Комсомольская правда"-ს ინფორმაციით, ბუში.
კომენტარი     ბეჭდვა  

აღშფოთებული2011-10-21 17:00:57
და გამოვიდა შეშფოთებული

გელა2011-10-21 17:22:19
მერე რაო მაგრად შეშინებულა თურმე პუტინი, იმ დგის მერე თურმე ტუალეტში შიშით ვეგარ გადის. ვაი ტქვე უბედურებოოოოო

ოქრო2011-10-21 17:33:48
ეს რა მაკადრაოოოო გადარეულა

ჰაიტტ2011-10-21 17:48:13
ცივსისხლიანი ხარ ზნაჩიტ კაგებეშნიკი ხარო

2011-10-21 17:50:25
ჰო, ჰო, თბილისში რომ არ შემოვიდნენ რუსები ბუშის დამსახურებაა.

ანტიგებისტი2011-10-21 18:21:59
აშშ-ს უკვე გადაწყვეტილი ქონდა რუსეთის მიერ თბილისზე შეტევის დაწყების შემთხვევაში ფლოტით ჩარევა და მხარეების დაცალკევება. რუსეთს არ სურდა ამერიკა ეხილა სამშვიდობო კონტიგენტად და ამიტომაც შეჩერდა. თბილისის მაშინდელმა გამაგრებამ და სასწრაფოდ ჩამოტანილმა 12 პეტრიოტმა და სხვა სახის თავდაცვითმა საშუალებებმა რუსეტს ანახვა ბლიცკრიგით თბილისის აღების შეუძლებლობა. ამავე დროს გრუსა და ფე ეს ფეს ერთიან საგანგებოდ შექმნილ შტაბში დამუშავებული იყო სააკაშვილისა და საქართველოს ხელისუფლების განეიტრალების (განადგურების) სხვა შესაძლო ვარიანტებიც. მაშინ ივანოვისა და გენშტაბის წარმომადგენლები ამ ავღანეთის მსგავს სპეცოპერაციას უჭრდნენ მხარს. აი აქ ამ ტერორისტური სპეცოპერაციის ჩატარებას ხელი შეუშალა პოლონეთისა და ესტონეთის პრეზიდენტების მიერ ორგანიზებულმა ვოიაჟმა. საფრანგეთი ფაქტიურად რუსების პოლიტელიტის მიმართ ნატოს ქვეყნების და მათ შორის აშშ-ს პოზიციის ოპერატიულად მიწოდებით მედვედევს აიძულებს ხელი მოაწეროს სააკაშვილ მედვედევის სამშვიდობო ხელშეკრულებას. შემდგომში ეს ხელშეკრულება რუსული მხრიდან მიიღებს შეცდომით სახელს "მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულების" სახით. მეშჩანმა სოვეტიკმა ქართულმა საზოგადოებამაც აიტაცა ეს რუსული დემაგოგია და ისიც იყენებდა "მედვედევ-სარკოზის სამშვიდობო ხელშეკრულების " ტერმინს -ამგვარი სამშვიდობო ხელშეკრულკება მედვედევსა და სარკოზის შორის დადებული ბუნებაში არ არსებობს,იმ მარტივი მიზეზის გამო, რომლის მიხედვითაც 21-ე საუკუნეში , 2008 წელს საფრანგეთსა და რუსეთს შორის ომი არ ყოფილა წარმოებული და შესაბამისად არ გამხდარა საჭიროება სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისა. ფაქტი ფაქტად რჩება - ამერიკის ხმელთაშუა საზღვაო სამხედრო ფლოტის ფლაგმან "მაუნტ უიტნის", გამანადგურებელი სამხედრო ხომალდი "მაკ ფოლი (MCFAUL)" და მე-6 ფლოტის სამხედრო ხომალდების საბრძოლო მზადებამ რუსეტს ანახვა რეალური განზრახვა ამერიკელებისა. იმ დროს როდესაც სააკაშვილი ამაგრებდა თბილისის შემოგარენს მცხეთისა და სხვა მიმართულებებით , ამერიკა აქტიურად იწყებდა საომარ მოვლენებში ჩარევისათვის მზადებას. სწორედ ამ აშშ-ს მზადებამ დააშინა რუსეთი და უარი თქვა საქართველოს ხელისუფლების ძალისმიერ დამხობაზე. მაშინ და

ანტიგებისტი2011-10-21 18:22:33
ფაქტი ფაქტად რჩება - ამერიკის ხმელთაშუა საზღვაო სამხედრო ფლოტის ფლაგმან "მაუნტ უიტნის", გამანადგურებელი სამხედრო ხომალდი "მაკ ფოლი (MCFAUL)" და მე-6 ფლოტის სამხედრო ხომალდების საბრძოლო მზადებამ რუსეტს ანახვა რეალური განზრახვა ამერიკელებისა. იმ დროს როდესაც სააკაშვილი ამაგრებდა თბილისის შემოგარენს მცხეთისა და სხვა მიმართულებებით , ამერიკა აქტიურად იწყებდა საომარ მოვლენებში ჩარევისათვის მზადებას. სწორედ ამ აშშ-ს მზადებამ დააშინა რუსეთი და უარი თქვა საქართველოს ხელისუფლების ძალისმიერ დამხობაზე. მაშინ და ახლაც რუსეთს საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლებისადმი აქვს და ქონდა პრობლემები და ეს მათივე მორჩილი სატრაპის შევარდნაძის დროსაც გამოჩნდა. ამგვარად , უნდა გვახსოვდეს რეალური სურათი და ფაქტები - რუსეთის ინტერვენცია საქართველოში გარდაუვალი იყო, ნებისმიერი ის პოლიტიკური ძალა , რომელიც ეცდებოდა საქართველოს სახელმწიფობრივი მშენებლობისაკენ ნაბიჯების გადადგმას, რუსეთის აგრესიის ობიექტი გახდებოდა. ამერიკამ კი მართლა შეაჩერა რუსული აგრესია. ახლა კი უნდა ვაღიაროტ, რომ რუსეთისავე მონდომებიტ მავთულხლართებისა და ბლოკპოსტებით დაქსელილი საოკუპაციო ზონის გასწვრივი ზოლო მიირებს ბერლინი-2 კედლის სახეს.

დურუ2011-10-21 18:23:43
ბუში, კლონტონიც და ობამაც მარიონეტები არიან. პროფესიით პრეზიდენტები. ამერიკას კი სხვა(ები) მართავს. ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს ამისი.

ნაირა2011-10-21 18:37:24
თქვენი სისხლი გაშრა თქვენი სამივესი...

2011-10-21 19:07:42
პაკტია ,ევროპის ტიტკმის კველა კვეკანა ამერიკის გადარცენილია.

ბიძინა2011-10-21 19:54:49
ძალიან კარგადაც შEეშინდა პუტინს,და ტანაც როგორ!! ამას დაუნები ვერ გაიგებენ. არაცაა საჭირო. ამერიკა რომ ჩაერთვებოდა ეს იცოდა პუტინმა და ამიტომ მოკეტა . და ცბიერად გავალ საქართველოდან ასე დაიტოვა 20% ოკუპირებული. მაგრამ ეს მოუღებს ბოლოს ზუსტად რუსეთს და რაც მისი განადგურების მიზეზიც გახდება.


სააკაშვილს ამერიკის რჩევების გარეშე ნაბიჯიც არ გადაუდგია ვფიქრობ. ამას დაუნები ვერც გაიგებენ და ახლა მოგვიწოდებენ ზოგიერთა ფულის ტომრები რუსეტთან დასხდებიან სალაპარაკოდ. შევარდნაძე არ ცაჰყვა ყველაფერ მათ მოთხოვნა სდა სნგენდან გამოსულები უკან შEგვტენა. მაგრამ რა შეიცვალა? არაფერი დაუნებო!! ასე იქნება ახლაც .მაგრამ ვერ მოესწრებით. მიშას არჩეულ გზას ვერავინ გადაუხვევს. ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ რუსეთს არა!! არ გვინდა რუსეთი.

რუსეთი უნდა მარტო გაბოროტებულ მტერს .ოსებს ფარულ ძმობას რომ გევთამაშებიან და მოკალათებული სხედან საქართველოში. მხოლოდ ქართველთ მტერს უნდა უკან რუსეთი. არ იქნება ასე ,როგორც თქვენ გინდათ.


ერთი საიტ ბაბაჯანის ვითომ პატრიოტებს და დამნაშავეთა ჯგუფს რომელებიც გარეკილია სამშობლოს გარეთ იქ ნახავთ რუსეთისკენ მიმავალ გზას ხსნის. .ბაბაჯანა იფარებს ყველა საქართველოს მოწინააღმდეგე საზოგადოებას. სადაც საღ აზრს დაუკეტეს გზა.

დემოკრატე2011-10-21 19:55:30
რას ამაგრებდა მთელი ჯარი კოჯორში იმალებოდა მეთაურობა არ არსებობდა არცერთი თავდაცვის სისტემა არ მუშაობდა ჩემი თვალით მაქვს ნანახი..დაელოდა რუსეთი თუ მოითხოვდა ხალხი მაშინ შემოვიდოდა არ აწყობდა და არ შემოვიდა ესაა და ესს ახალი ჭვირთის ჩამოსაკიდებლად მზათ არ იყო თან მსოფლიო სავაჭრო ორგნიზაციაში შესვა უნდა მოკედ ეს იყო პრობლემა..და საერთოდ რა სისულელეა ვინ იდიოტს ჯერავს რომ ჩვენს გამო ვინმე მესამე მსოფლიო ომს დაიწყებდა ვერ ხართ რა:)

ანტიგებისტი2011-10-21 20:09:42
მესამე მსოფლიო ომი არაა რუსეთის მძარცველების ხოცვა - რუსი არაა მსოფლიო დაიხსომეთ და სად იმალებოდა და როგორ ჩვენი ჯარი , ამაზეჭორაობის მაგივდად შეხედეთ ფაქტს - რუსი გამოკეტილია ოკუპირებულ ნანგრევებად ქცეულ ტერიტორიებზე და უამარავი ფული იკარგება ამ დანგრეულ ხვრელებში.ევროპა გააქტიურდა და ახლა ამიერკავკასიაში რუსეთის გავლენა 2008 წლამდე არსებულთან შედარებით შეუდარებლად შემცირებულია. თუ რუსის ოკუპანტს ვირაცა მსოფლიოდ თვლის - ეს მისი ფსიქიკური პრობლემაა.რუსეთუ თუ ომს იმ მიზნით აწარმოებს, რომ მისი გავლენა შესუსტდეს - ესეც ალოგიკურია. რუსეთმა საქართველოში აფხაზეთის შემდგომი მეორე ინტერვენცია დაიწყო საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად და არა დასასუსტებლად. ფაქტი - რუსეთის გავლენა ამიერკავკასიაზე ყველა სფეროში- ეკონო მიკასა და პოლიტიკურ ი მიმართულებებით , კულტურულ-დიპლომატიური განხრებითაც კი ძალიან შემცირებულია. ფაქრის ახსნა - რუსეთის ინტერვენციის მიზანი არ შესრულდა, პირიქით რუსეთის საომარმა კამპანიამ სრული კრახი განიცადა ახლა რუსეთის გავლენა ამიერკავკასიაში მხოლოდ შანტაჟKისა და პროვოკაციების წყაროდ წარმოდგენით შემოიფარგლება. სხვა არავიტარი რუსული ფაქტორი არ არსებობს ამიერკავკასიაში. ამგვარად რუსეთიუ დამარცხებულია და ამ დამარცხებაში საკუტარ ოკუპირებულ ტყერიტორიებზე უამარავ ფულს ყრის ყოველგვარი ეფექტიუს მიღწევის გარეშე. რუსეთი დამარცხა საკუტარმა თავმა. საქართველო უბრალოდ პროგრესულ მხარეს აღმოჩნდა- საქარტველო დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ამტკიცებს სახელმწფობრიობას, ევროატლანტიკურ ურთიერთობებსა და რეგიონალურ პროექტებს ევროკავშირის გარდა, აზერბაიჯანისა და შუა აზიის მიმართულებით.

2011-10-21 23:32:58
ბუშმა შეაშინა პუტინი და ჩაასვრევინა მარა ბოლოს ვინ დარჩა ჩასვრილი საკითხავია ორივე სატანის მოციქულებია...

ჰუმანოიდი2011-10-22 00:29:19
პუტინს თურმე არ შეშინებია. დუმბაძე ამბობდა, ვისაც არ ეშინია, ის ცხოველიაო!

ლენინი&სტალინი2011-10-22 15:39:54
შენ ხომ თბილსისხლიანი ხარ ამერიკელო ძუკნა,შენ გაგვაგიჟე შე იანკების მოდგმისა

ანტიგებისტი2011-10-22 16:08:57
თუ დააკვირდებით პუტინოიდთა და სხვა ჯურის პრო-რუსების ქცევას, აქ შენიშნავთ ერთ განსაკუთრებულობას - რუსული დემოგოგიუტი ხაზის (ლინია) გატარების მზაკვრულ მცდელობებს. რუსეთუმე თუ დაინახავს, რომ არაა შანსი კრემლის აზრების გავრცელებისა და თუ ხედავს, რომ პრო-რუსული შეხედულებები ამძაფრებს მხოლოდ ზიზღს მისადმი, მაშინ ეს პუტინოიდები და გებისტები იწყებენ შემდეგი ტაქტიკის გამოყენებას - რუსეთი ოკუპანტია და მაინც ამერიკაც და რუსეთიც საგინებელიაო, მერე კი უცბად ამ პოზიციებიდან ამერიკის გინებაზე გადადიან. ამგვარი შემოხვევა სოვეტიკური ბნელმეტყველების მცდელობების მიზანია რუსეთის ოკუპაციისადმი სიძულვილის გადაბრალება ამერიკელებზე და მერე ორივეს გინებიდან საბოლოოდ ამერიკელების გინებებიტ ამერიკელტა მიმართ სიძულვილის დატესვა კაცს შესაძლოა არ უყვარდეს ამერიკა, ან გერმანია, ან ბურკინა ფასო, ან ლიხტენშტეინი... მაგრამ რუსეთის მიერ საქართველოს რტეგიონების ამაზრზენი სისასტიკით ოკუპაციაში არცერტ მატგანს არაფერი ესაქმება. რუსმა აფხაზეტში სამაცაბლოზე უფრო საშინელი რამ ცაიდინა და იმ დროს საქარტველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. სიმართლე უნდა ითქვას და აშშ-ს მე-6 ფლოტმა მაგრად დააშინა პუტინიდა სხვა ღორი გებისტები. სწორედ ამის გამო 2008 წლის ინტერვენციის დროს გაცილებიტ ნაკლები ადამიანი მოსპეს ამ ღორმა გებისტებმა, ვიდრე აფხაზეტში შემოჭრის დროს. ევროკავშირისა და ამერიკის ჩარევამ შეაცერა რუსი ღორი მკვლელები. აფხაზეტში რუსმა სავსებიტ მარტო მყოფ საქართველოს საშინელი სისიხლის კალო მოუწყო. ახლა კი სამაცაბლოში ინტერვენციის დროს რუსმა გებისტმა ღორებმა ვეღარ გაბედეს გაგრის, სოხუმის, ტრაგედიების მსგავსი საშინელებების ცადენა. თუიმც რამ-რამობით ბულდოზერებიტ ასწორებდნენ მიწასტან ქარტულ სოფლებს. ამ ფაქტიტ უფრო მტკიცდება ის, რომ რუსეტს 2008 წელს უფრო საშინელი ხოცვის და მოსახლეობის ამოწყვეტის გეგმა ქონდა შემუშავებული. ამ რუსულ საშინელო გეგმებს ხელი სეუშალა ამერიკის მე-6 ფლოტის გამოცენამ. რუსს იარაღის ენის გარდა არაფრის არ ესმის.

ვალო2011-10-23 01:08:25
თქვენი ბაბაჯანელი მოღალატე დედები მო............ნ თქვე რუსის მონებო და გადაგვარებულო ერთუჯრედიანებო!

Vepkhia Tsiklauri2011-10-23 09:08:41
ვარ გეი..მსურველებმა შემეხმიანეთ ფბ-ზე. Vepkhia Tsiklauri მთავარ ფოტოზე ვიღიმი ;) ვიხდი ფულს. ერთ ჯერზე 300 დოლარს.

ჩემი ჯგუფის წევრების,პროფილის ლინკები:



http://www.facebook.com/david.m anagadze

http://www.facebook.com/profile.php?id = 100002029643193

http://www.facebook.com/teimurazs

შეგვეხმია ნეთ:)
Vepkhia Tsiklauri 2011-10-23 08:57:31
აი ჩემი პროფილის ლინკიც :)

http://www.facebook.com/vepkhia

ლევანი112011-10-26 00:27:53
ჩემი შენ გითხარიო

2011-10-30 15:52:55
ერთი ორი კაი სიტყვა რატო ამ ჩვენისასაც არ უთხარი, ერთი სეწვი მეორე მოხრაკეა და ვიჭყლიტებით ჩვენ, უბრალო ხალხი

დალაკული2011-11-01 05:22:23
ბაბაჯანის მესაკუტრე არის ოსი და არა გასაკვირი ტუ რუსეტს ემხრობა

2012-03-19 16:12:21
ბუშს მადლობა რომ გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის დაცვისთვის და მუდვიდად უნდა გავდლიერდეთ მომავლისთვის და ამერიკა მუდამ აქ უნდა იყოს ჯარით ესაა დაცვა ეხ ნეტავ მაკეინი მოსულიკო დგეს დაან გადლიერებული ვიქნებოდით და წინწასული მაგრამ არაუსავს ნელნელა ეხლაც ვდლიერდებით მაინც

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი