სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუამორ კადაფის ბოლო წუთები: დიქტატორს ბოლომდე ღირსეულად უჭირავს თავი (ვიდეო)

ლიბიის ნაციონალურმა გარდამავალმა საბჭომ, როგორც იტყვიან, „ვისაც სჯერა, გაატარეთ“ პრინციპით იმოქმედა: გუშინ, გვიან ღამით მათ ლიბიაში მომუშავე დასავლეთის ქვეყნების ჟურნალისტები შეკრიბეს და ლიბიის აწ უკვე ყოფილი, მოკლული ლიდერის ცხედრის გადაღების საშუალება მიოსცეს.

მუამორ კადაფის ცხედრის ნახვა ყველას შეუძლია. ამისთვის მხოლოდ მისურატის ერთ-ერთ მეჩეთში მისვლაა საჭირო. პარალელურად, ქსელში კადაფის ცხედრის ახალ ფოტოებთან ერთად გავრცელდა კადრები, სადაც ტყვედ აყვანილი პოლკოვნიკი მართალია, დაჭრილი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალია. ეს კადრები და ფოტოები გარდამავალი საბჭოს ინიციატივით მას შემდეგ გავრცელდა, რაც რამდენიმე ტელევიზიამ, რომელიც კადაფის მომხრედ ითვლებოდა, გაავრცელა ცნობა, თითქოს მუამორ კადაფი და მისი ვაჟები ცოცხალი და უვნებელი არიან.

ლიბიელი მემაბოხეების ლიდერებმა გაავრცელეს ცნობა, სადაც ნათქვამია, რომ კადაფი სრულიად შემთხვევით მოკლეს და მისი ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება გაცემული არ ყოფილა. გავრცელდა იმ ოქროს პისტოლეტის ფოტოც, რომლითაც თითქოს 18 წლის აჰმედ აშ-შაიბანიმ კადაფის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

მაგრამ სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად იყო: ამბოხებულებმა დაჭრილი პოლკოვნიკი ტყვედ ჩაიგდეს და ყველაფრიდან ჩანს, რომ სიკვდილის წინ მას დამამცირებლად მოექცნენ: ჯერ სასტიკად სცემეს, მერე კი რამდენიმე ტყვია ესროლეს. ბოლო ტყვია მისივე კუთვნილი იარაღიდან პოლკოვნიკს სწორედ აჰმედ აშ-შაიბანიმ ესროლა. გავრცელდა იმის დამადასტურებელი ახალი ვიდეოც, რომ ტყვედ აყვანის დროს მუამორ კადაფი ცოცხალი იყო. მართალია, ის მძიმედაა დაჭრილი, მაგრამ სიცოცხლის ნიშნებს ამჟღავნებს და, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გაავებული ბრბოს ალყაშია, თავი საკმაოდ ღირსეულადაც უჭირავს.

გარდამავალი საბჭოს წევრები ხალხს და ჟურნალისტებს მოუწოდებენ, ნუ ეცდებიან მომხდარში ჩაღრმავებას. „მთავარია შედეგი“, - ამბობენ ისინი. შედეგი კი ისაა, რომ ლიბიის მოკლული დიქტატორის ცხედართან „პოზირებისა“ და „ჩაკარტიჩკების“ მსურველთა რიგი დადგა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100