სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამის გაპოლიტიკოსებასთან დაკავშირებით ბერამ სოცქსელში მორიგი წარწერა დატოვა

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერამ მამის გაპოლიტიკოსებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მორიგი წარწერა დატოვა.

"დღეს დავასრულე მუშაობა სიმღერაზე სახელწოდებით "ქართული ოცნება", რომელსაც მამაჩემის გადაწყვეტილებას ვუძღვნი", - წერს Facebook-ში საკუთარ გვერდზე ბერა ივანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი მამის პოლიტიკაში წასვლას მხარს უჭერს, რაც ამავე სოციალური ქსელის მეშვეობით რამდენიმე დღის წინ წარწერით "დროა, ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება" გამოხატა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პარტიას ქმნის და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100