პენტაგონი მეორედ აფეთქებას გადაურჩა

დილიდან მთელი მსოფლიო ახალმა სკანდალმა მოიცვა: აშშ-მ ტერაქტი აღკვეთა - სამართალდამცველებმა 26 წლის ტეხასელი რეზვან ფერდაუსი დააკავეს, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, აშშ-ის თავდაცვის უწყების შენობის აფეთქებას არცთუ მახვილგონივრულად შედგენილი გეგმით აპირებდა.

როგორც დაკავებულმა ჩვენებაში აღნიშნა, მას განზრახული ჰქონდა უპილოტო მფრინავი აპარატის შეძენა, რომელსაც დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთავდა, შემდეგ კი რადიომართვის პულტის მეშვეობით, მას პენტაგონის შენობის თავზე ჩამოაგდებდა.

დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს. ფერდაუსი აშშ-ის მოქალაქეა. მისი აყვანა გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა გასაიდუმლოებული ოპერაციის შედეგად მოახერხეს.

კომენტარი