მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ბლოგები
მინ­და ყვე­ლა ჩე­მი სი­სუ­ლე­ლის ამა­ყი ავ­ტო­რი ვი­ყო…­და არა უბ­რა­ლოდ ავ­ტო­რი….
ახლა კითხულობენ

რა თემებზე ისაუბრა ღარიბაშვილმა მედიასთან?  

ნანა ხიზანიშვილი: გაუგებარი პასუხების გაცემით ივანიშვილმა რეკორდი მოხსნა  

ამომრჩეველთა აქტიურობამ თითქმის 13 პროცენტს მიაღწია  

„ქართულ ოცნებას“ არც კახეთი წყალობს  

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

„თეგეტა მოტორსი“ ,,HUNTER”-ის ბრენდის ექსკლუზიური დილერი გახდა საქართველოში 

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 
სოსო ცინცაძე: „რაც ბიშკეკში მოხდა, საქართველოში არასოდეს მოხდება“
თამარ ნინიძე
12:59 16.04.2010
„ოტუმბაევა თბილისში მსახურობდა, კი ბატონო, მაგრამ ეს საკმარისია იმისათვის, რომ ის დობილად გამოვაცხადოთ?“ - კითხულობს ექსპერტი სოსო ცინცაძე.
„დრონი. ჯი’“: როგორ შეაფასებთ ყირგიზეთის მოვლენებს და რატომ დამარცხდა ბაკიევის ხელისუფლება?
სოსო ცინცაძე: ბაკიევის ხელისუფლება იქცეოდა ისე, როგორც სხვა ნებისმიერი ხელისუფალი მოიქცეოდა ისეთ რეგიონში, როგორიც არის ცენტრალური აზია. ამ რეგიონის სახელმწიფოებში, მათ შორის ყირგიზეთში საბჭოთა მენტალობისა და აღმოსავლური ტრადიციების რთული კოქტეილია, აქ საუბარი დემოკრატიასა და დასავლურ ღირებულებებზე ასევე რთულია.
ყაზახეთის პრეზიდენტ ნაზარბაევთან შედარებით ბაკიევი უფრო სუსტი მმართველი აღმოჩნდა. არც ნაზარბაევია იდეალური დემოკრატი, მაგრამ ის ახერხებს დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას დასავლეთსა და რუსეთს შორის. აკიევმა თითქოს ჯერ დასავლეთისკენ აიღო კურსი, მოგვიანებით დაბალანსების გზას შეუდგა, „მანასის“ ამერიკულ ბაზას გარეკვით დაემუქრა, ვაჭრობდა რუსეთსა და ამერიკას შორის, ფულს იღებდა ხან ერთისგან, ხან - მეორისგან.
საბოლოოდ არც პროდასავლელი აღმოჩნდა, არც პრორუსული. ამერიკამ მასზე ხელი ჩაიქნია, რუსეთი კი დაიბოღმა. აკიევის მართვის სტილი აზიისთვის დამახასიათებელი ნეპოტიზმით წარიმართა, რაც იმაში გამოიხატა, რომ თავისი სანათესაო კლანის გამდიდრებას ხელი შეუწყო. მისი მინისტრები მოკლე ხანში გახდნენ მილიონერები, ხოლო თავის ვაჟიშვილს ცენტრალური აზიის სხვა მმართველების მსგავსად უხეში აღმოსავლური მეთოდით დაუწყო მემკვიდრედ მომზადება.
დასავლური ღირებულელების მატარებელი უცებ ვერ გახდები. აბა გაიარეთ საბურთალოდან თავისუფლების მოედნამდე და ნახავთ, რამდენჯერ გადაგირბენენ გზაზე და მიხვდებით, რომ ქართველებიც შორს ვდგავართ დასავლურობისგან.
- დასავლურ პრესაში უკვე გაჩნდა ყირგიზეთის რევოლუციის ფრთხილი შეფასება, აღინიშნა, რომ გარე ძალის, კერძოდ რუსეთის ხელის შეწყობით მოხდა იქ ხელისუფლების დამხობა. თქვენ ეთანხმებით ამ შეფასებას?
- ნებისმიერი რევოლუციები ამა თუ იმ დოზით გარეგანი ფაქტორის ჩარევით ხდება, მაგალითად, ოქტომბრის რევოლუციაში გერმანული ფაქტორი იყო, ყირგიზეთში ხალხის უკმაყოფილება ცხადია გარეგანი ფაქტორის ხელშეწყობითაც იყო განპირობებული და შიდა პრობლემებითაც. თავიდან, ე.წ. ტიტების რევოლუციის დროს ფსონი ბაკიევზე არასწორად გაკეთდა, ის არ აღმოჩნდა პოლიტიკოსი, რომელსაც დივიდენდების მოტანა შეეძლო დასავლეთისთვის. ის წინამორბედ პრეზიდენტ აკაევზე უარესი აღმოჩნდა. არ იყო დასავლური მენტალიტეტის მმართველი. თუმცა ყირგიზეთში რევოლუცია მოხდაო, ჩემი აზრით ხმამაღალი ნათქვამია და გადაჭარბებული შეფასება იქნება. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ხელოვნურად რაღაცის გადმონერგვა შეუძლებელია.
რევოლუციის ავტორებს კურსი აღებული აქვთ სწრაფ ცვლილებებზე, ეს კი არასოდეს მთავრდება სიკეთით. ევოლუცია კი თანმიმდევრულ ცვლილებებს გულისხმობს და უფრო ეფექტურია. უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ იუშენკოსაც სწრაფი ცვლილებები უნდოდა, მაგრამ ვერ გაითვალისწინა ის, რომ უკრაინის ნახევარი მოსახლეობისა რუსებს შეადგენს ანუ პოტენციურ მეხუთე კოლონას.
აკიევმა თავისი კლანის გამდიდრებით დაიწყო სწრაფი ცვლილებები და რუსეთმა ეს კარგად გამოიყენა. ყირგიზეთში ეს არეულობები როგორც კი დაიწყო და პირველი ინფორმაცია გავრცელდა დაღუპულებზე, პუტინი გამოვიდა და დაგმო ეს მოვლენები, ეს სწორედ ის პუტინია, რომელმაც ჩეჩნებს გენოციდი მოუწყო. მიკვირს ზოგიერთი ჩვენი ქართველი პოლიტიკოსის ხბოს აღტკინება როზა ოტუმბაევათი, ეს მე მაგონებს იმ აღტკინებას, რომელიც დაიწყო ბაღაფშის სეპარატისტულ ხელისუფლებაში მოსვლით.
ამბობდნენ ბაღაფში უფრო პროქართველია რაკი ცოლი ჰყავს ქართველიო, მაგრამ ახლა უკვე ისეთ განცხადებებს აკეთებს, დარწმუნდნენ, რომ ხაჯიმბაზე უარესი ქართველთმოძულეა. რამდენიმე დღის წინ გუგული მაღრაძე და გოგი ხუციშვილი „კავკასიის“ ეთერში ისე აქებდნენ როზა ოტუმბაევას ლამის ცაში ააფრინეს. არადა ჯერ ადრეა მისი მართვის სტილზე საუბარი. გავიხსენოთ მისი კარიერის გზა.
ოტუმბაევა თბილისში მსახურობდა, კი ბატონო, მაგრამ ეს საკმარისია იმისათვის, რომ ის დობილად გამოვაცხადოთ? ეს ადამიანი იყო რაიკომის მდივანი, კომკავშირის ლიდერი, ყოფილი ფრუნზეს, ახლა ბიშკეკის ქალაქკომის პირველი მდივანი, კომუნისტების დროს საგარეო საქამეთა მინისტრი. ეს ქალბატონი „საქმეში“ არავის უნახავს. პირველი, როგორც კი ყირგიზეთში ხელისუფლების დამხობა მოხდა, დელეგაცია მოსკოვში აფრინა, ჩვენ აქ „ფინთი არიფივით“ მოგვდის და მის დამსახურებებზე ვსაუბრობთ.
- ნიშნავს თუ არა ყირგიზეთის მოვლენები იმას, რომ რუსეთი პოსტსაბჭიოთა სივრცეზე გავლენას იბრუნებს?
- მოსკოვმა არაორაზროვანი გზავნილი გაუგზავნა დასავლეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებს, რომ ამ სივრცეში ადვილად არ შემოუშვებს უცხო ძალას.
კრემლს გადაწყვეტილი აქვს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში თვითონ დარჩეს უფროსად. ერთი ურჩი „უმცროსი ძმა“ საქართველო დარჩა, რომელსაც რუსეთის მორჩილება არ უნდა, უკრაინის საკითხი უკვე გადაწყვეტილია, არც იანუკოვიჩი და არც ოტუმბაევა ბისმარკები არ არიან, ბისმარკს კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც პეტერბურგთან ისე ავსტრიასთანაც, ეს მის გენიალობაზე მეტყველებს, ესენი კი გენიალობით ღმერთს არ დაუსაჩუქრებია.
კისინჯერის თქმის არ იყოს, რუსეთი ახლა მარსზეა ანუ თავი გამარჯვებული ჰგონია. ვაშინგტონთან ბირთვული იარაღის შემცირებაზე დადო ხელშეკრულება, ევროპა ყურებით ჰყავს დაჭერილი, ბუნებრივი აირის ჩრდილოეთ ნაკადის გაშვებაზე განცხადება გააკეთა, ფინეთის ყურიდან გერმანიას დაუკავშირდება ახალი მიმართულება და აქედან მთელი ევროკავშირის ქვეყნებს მოამარაგებს რუსული გაზით.

მერკელი და შროდერი გახარებულები არიან და რუსეთს სიყვარულს ეფიცებიან. ისე ჩაეხუტნენ, ბულდოზერსაც არ შეუძლია მათი დაშორება. Eეს ყველაფერი რუსეთს ილუზიას უქმნის, რომ მას შეუძლია პოსტსაბჭოთა სივრცის ერთპიროვნული გამგებლის ფუნქცის აღდგენა. ბალტიისპირეთის გამოკლებით, მაგრამ ბალტიის სამივე რესპუბლიკა შეშფოთებულია, თავს დაუცველად ვერ გრძნობს მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია, უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები რომ ითხოვეს ბრიუსელში, პასუხად მიიღეს, რუსეთთან საერთო ენა თქვენვე გამონახეთო.
ბალტიისპირეთში უკვე ბევრი ექსპერტი ეჭვობს, საქართველოს მსგავსად ბალტიის რესპუბლიკებსაც რომ ომი გამოუცხადოს რუსეთმა, ნატო მოინდომებს რუსეთთან ომში ჩართვას მათ გამო?
ამერიკას სამი ძირითადი პრობლემა აქვს - ერაყი, ირანის ბირთვული პროგრამა და ავღანეთი, ასევე ფიქრობს ჩრდილო კორეაზე და ეკონომიკურ კრიზისზე. ევროპას ამერიკის გარეშე ცხოვრება გაუჭირდება მიუხედავად იმისა, რომ სარკოზიმ ამერიკას მიუთითა თავი დაანებოს ევროპაზე დიქტატს. Mმაინც კარგად იციან, რა ელით ამერიკის გარეშე.
- ამ გლობალური პრობლემების ფონზე საქართველო მარტოა რუსეთთან დარჩენილი?
- არა, ასეთი პესიმიზმის საფუძველი არა მაქვს. ნებისმიერ პატარა სახელმწიფოს აქვს შანსი თუ მისი დიპლომატია მოწოდების სიმაღლეზე იქნება, ხოლო რას ვგულისხმობ ამაში თავად საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებს შეგიძლიათ ჰკითხოთ.
- უკვე ნოღაიდელმა და მისმა დამქაშებმა დაიწყეს მუქარა ბიშკეკს მოვუწყობთ სააკაშვილსო. თქვენი აზრით შეიძლება ყორგიზეთის გადატრიალება საქარტველოშიც განმეორდეს ამავე სცენარით?
- ასეთ სცენარს გამოვრიცხავ საქართველოში. საზოგადოება ჩვენთან გაცილებით ცივილიზებულია ვიდრე ყირგიზეთში. ნახეთ როგორ იქცევიან, მთელი ყირგიზეთიდან არის ჩასული მშიერი ბრბო ბიშკეკში, საშინელი მარადიორობაა, არ დარჩათ არაფერი მოუპარავი და ყველაფერს სპობენ. სახალხო რაზმები გამოჩნდა, რომ როგორმე რაღაც მაინც გადაარჩინონ მოპარვასა და დაზიანებას. ეს ამბები ექსპერტებს ახსენებთ მეორე მსოფლიო ომის დროს პანიკას მოსკოვში, როცა გერმანელები მიადგნენ მოსკოვს. ასე იყო მაშინაც.
მინდა ისევ გავიმეორო, რომ ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტი გაცილებით ცივილიზებულია, რაც ბიშკეკში მოხდა, საქართველოში არასოდეს მოხდება.
კომენტარი     ბეჭდვა  

გიო2012-02-25 20:27:29
სოსო ხომ არ დაგავიწყდა კომპარტიისა და სსრკ-მეხოტბე რომ იყავი, რა პირით ლანძღავდი კაპიტალისტებს, იმპერიალისტებს, ამერიკასა და ევრობას? ისევ ძველი სულისკვეთება გაქვს შემორჩენილი, საბჭოთა პოლიტმიმომხილველის მაგივრად ექსპერტი დაირქვი და გგონია ხალხმა არ იცი ვინა ხარ?

.2012-08-16 12:01:54
ვეთანხმები, ყველაფრისთვის ჩვენი სახელმწიფო მზადაა! ყველას , უწესრიგობის შემქმნელს პასუხი მოეთხოვება!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი