სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფიდელ კასტრო გარდაიცვალა?

რამდენიმე საათია, სოციალურ ქსელ Twitter –ის მომხმარებლები განიხილავენ ქსელში გავრცელებულ ხმებს კუბის ლიდერის, ფიდელ კასტროს გარდაცვალების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ფიდელ კასტროს გარდაცვალების შესახებ ცნობა არაერთხელ გავრცელებულა, ბლოგერები ყველა ქვეყნიდან მაინც ინტერესდებიან თემით და ინფორმაციას, რომელიც არ არის ოფიციალურად დადასტურებული, თავიანთი არხებით ამოწმებენ. მათ შეშფოთებას ამჯერად ის იწვევს, რომ ერთ–ერთი ვერსიით, ცნობას კასტროს გარდაცვალების შესახებ თან ახლდა მისი ცხედრის ფოტო, თუმცა, ჯერ კიდევ ბჭობენ იმაზე, ეს ფოტო რეალურია თუ მონტაჟის შედეგი.
“შეუძლია თუ არა ვინმეს დაადასტუროს, რომ ფიდელი მართლაც გარდაიცვალა?” – კითხულობენ ბლოგერები.
პარალელურად, კუბაში მცხოვრებმა მომხმარებელმა yoanifromcuba–მ საკუთარ ბლოგზე დაწერა: “თუ ფიდელ კასტრო მართლაც გარდაიცვალა, ამის შესახებ კუბელები ყველაზე გვიან გაიგებენ”.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულ კუბელ კომანდანტეს 13 აგვისტოს 85 წელი შეუსრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით “დრონი.ჯი”–ს მიერ გამოქვეყნებული, კუბის ლიდერის ცხოვრების საქართველოსთან დაკავშირებული ეპიზოდის ამსახველი მასალა შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100