სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარაკ ობამა საგანგებო რეჟიმში მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კაროლინაში “აირინის” შეტევა დაიწყო, აშშ-ის პრეზიდენტი საგანგებო სიტუაციათა ფედერალური სააგენტოს საკომანდო პუნქტში იმყოფება და სპეციალისტებთან, სწავლულებთან, სამაშველო სამსახურების ხელმძღვანელებთან და სამხედრო პირებთან ერთად ქარიშხლის გადაადგილებას ინლაინ-რეჟიმში აკვირდება, პერიოდულად კი ოპერატიული განკარგულებების გაცემას ხელმძღვანელობს. “წინ გრძელი და საშიში 72 საათი გველის”, - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ფილადელფიაში კი ქალაქის მერმა მაიკლ ნატერმა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ეს ამ ქალაქში პირველად მოხდა 1986 წლის შემდეგ, როცა რასობრივ ნიადაგზე არსებული დაპირისპირების გამო, ქალაქის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, საგანგებო მდგომარეობა შემოეღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100