მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ბლოგები
ახლა კითხულობენ

ირაკლი ოქრუაშვილი ალასანიას ურჩევს, „ნარკობარიგა’’ ცოლისძმას მიხედოს  

„დავაი, დაახვიეთ აქედან, დაახვიეთ მეთქი“ - ინციდენტი ახმეტაში  

შს მინისტრი - წუხელ მთელმა საქართველომ ბათუმში იხილა ვანდალიზმი, დაკავებული გვყავს 40-მდე პირი  

შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო სექტორები გახსნა  

მამუკა ღლონტმა 65 ათას ქართველს ფეკალიები უწოდა  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

„თეგეტა მოტორსმა“ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა 

„თეგეტა მოტორსი“ VARTA-ს ბრენდის აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს გთავზობთ 

„თეგეტა მოტორსი“ ,,HUNTER”-ის ბრენდის ექსკლუზიური დილერი გახდა საქართველოში 
ნანუაშვილის ინიციატივა - პარლამენტარების მიერ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების რეგულირება
ფოტოს სრულად სანახავად დააკლიკეთ ფოტოზე
დრონი.ჯი
16:21 10.02.2017

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს პარლამენტარების მიერ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების რეგულირების შესახებ ზოგადი წინადადებით მიმართა. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უჩა ნანუაშვილის ინიციატივა ეხება პარლამენტის წევრების მიერ სიძულვილის ენის ან დაუცველი ჯგუფების მიმართ სხვა სახის შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას.

„სახალხო დამცველი ზოგად წინადადებაში მიუთითებდა, რომ 2016 წლის 3 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა გოგი თოფაძემ შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა კი ამ სინდრომის მქონე ადამიანებს „ავადმყოფები“ უწოდა. წინადადებაში ასევე ასახულია პარლამენტის სხვადასხვა წევრის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები სხვადასხვა დაუცველი ჯგუფის მიმართ.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ზოგად წინადადებაში მითითებული გამონათქვამები, უმეტეს შემთხვევაში, საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრებს ეკუთვნის, თუმცა, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე და მოქმედი პარლამენტარების მხრიდან მსგავსი გამონათქვამების მომავალში თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა ზოგადი წინადადებით:

განიხილოს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრის „მოვალეობის შესრულების“ ცნების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის შესაძლებლობა;

პარლამენტის წევრის „მოვალეობის შესრულების“ ცნების განსაზღვრის შემთხვევაში, განიხილოს „მოვალეობის შესრულების“ ფარგლებს გარეთ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, „სიძულვილის ენის“ შემცველი განცხადებების, ან დანაშაულებრივი მოწოდებების გამო პარლამენტის წევრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის შექმნის შესაძლებლობა;

სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმისა და მისი განხორციელების ფორმების შექმნა მოხდეს ვენეციის კომისიის შესაბამის ანგარიშში განხილული მოდელების (სასამართლოს ან პარლამენტის მიერ იმის განსაზღვრა, ექცევა თუ არა პარლამენტარის გამონათქვამი მისი ინდემნიტეტის ფარგლებში) გათვალისწინებით" - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

კომენტარი     ბეჭდვა  

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი