სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

მინისტრის მოადგილეების წარდგენა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა. ”გამოცდილება, პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება, საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში ჩართულობა-ეს ის კრიტერიუმებია,რომლის მიხედვითაც შეირჩა მოადგილეები”- აღნიშნა ინგა შამილიშვილმა.

მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას კვლავ სულიკო თებიძე დაიკავებს, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე 2012 წლიდან მუშაობს და განათლების მიმართულებას ხელმძღვანელობს.

მოადგილეებად დაინიშნენ და ნაწილობრივ ახალ სახეებს წარმოადგენენ, თეონა ბერიძე და მირიან ქათამაძე.

თეონა ბერიძე 2014 წლიდან უწყებაში მუშაობს და დღემდე კულტურის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ის არის ფილოლოგიის დოქტორი და წლების განმავლობაში აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობა ეკავა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამინისტროს მიერ წარმოებულ სახელმწიფო შესყიდვებსა და სამართლებრივი უზრუნველყოფის მიმართულებას ჩაიბარებს სამართალმცოდნეობის დოქტორი მირიან ქათამაძე, რომლის სამუშაო გამოცდილება 2002 წლიდან იწყება და სხვადასხვა პერიოდში უკავშირდება, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სტრუქტურებს.

მოადგილეები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგინებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით დაინიშნენ.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100