მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
ყველაზე კითხვადი სტატია
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345
ბლოგები
ნა­ხე­ვარ­ქ­ვე­ყა­ნა
ახლა კითხულობენ

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში  

გოგა ხაინდრავას, ჩხრეკის დროს, 700 აბი „სუბოტექსი“ უპოვეს...  

"ცხვირში საჯაროდ თითი რომ არ უნდა შეიყო, ამას სახლში ასწავლიან" - ალეკო ელისაშვილი ნარმანიას აკრიტიკებს  

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტია  

ნინო წილოსანი ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა  
სარეკლამო ადგილი - 7
200 x 120

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში 

2017 წლის კია ნირო გინესის რეკორდსმენია, როგორც ყველაზე ნაკლები საწვავის მოხმარების მქონე ჰიბრიდული მანქანა 
სარეკლამო ადგილი - 8
200 x 336
სარეკლამო ადგილი - 12
200 x 120
გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა
ფოტოს სრულად სანახავად დააკლიკეთ ფოტოზე
დრონი.ჯი
14:24 22.11.2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიაა წარდგენილი, რომელსაც, შესაბამისად დეპუტატის მანდატის დატოვება მოუწევს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი კი, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს ჩაიბარებს და ნოდარ ხადურს შეცვლის. ქუმსიშვილი ასევე შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

გარდა ამისა, ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუნდება უწყების ყოფილი ხელმძღვანელი კახა კალაძე, რომელსაც ამ ეტაპზე პარლამენტის ახალარჩეული დეპუტატის სტატუსი აქვს. კალაძე ასევე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

ასევე, ცვლილება შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სადაც უწყების ამჟამინდელ ხელმძღვანელ ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს. ალავიძე ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა.

მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი ახალი სახე იქნება „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს ჩაანაცვლებს. უქმდება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ მიმართულებას საგარეო საქმეთა მინისტრი შეითავსებს.

მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები თანამდებობებს ინარჩუნებენ. უფრო კონკრეტულად, პოსტზე რჩებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სოზარ სუბარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჯეჯელევა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დავითაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ გიორგაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორია, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მღებრიშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კახა კახიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიგლა აგულაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ციხელაშვილი.

კომენტარი     ბეჭდვა  

2016-11-22 14:52:13
ეს გოიმშა ვინ არის? რა YVელა ქაჯი, სოFლელი და Gორსალა შეიYარა ამ KოცNაXირში.

2016-11-27 14:52:53
რომელია ახალი იქნებ ვინმემ იცოდეთ ციკნისმჭამელი, და ბანკის ვირთხა რომ ამოვარდებოდა ამ სიიდან ესდიდი ხანია ხალხმა იცოდა ერთი თვითონაა ახალი და მეორე მისი საზმაკაცო , კიდე ოთხი წელი ამ სახეების ყურება საშინელებაა თორემ საქმეს რომ ვერ წაიყვანენ წინ უკვე თქვა კიდეც ამ კვირიკამ პენსიები არ მოიმატებსო აი ამის ღირსია ის ამომრჩევლები ვინც ამათ ხმა მისცა მაგრამ რა დააშავა პატიოსანმა და გონიერმა ადამიანებმა......

2016-11-30 23:18:12
ამაზე დიდი დილდო საქარტველოს არ ახსოვს.

2016-12-01 17:12:08
MOGიტყანIთ ხმის მომცემი

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი