სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დარწმუნებული ვარ, ჭიათურის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, გააკეთებს სწორ არჩევანს"

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა ჭიათურაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ჭიათურელ ამომრჩევლებს მიმართა, მხარი დაუჭირონ მაჟორიტარობის კანდიდატს სულხან მახათაძეს.

მისი თქმით, ამ ადამიანთან ერთად, ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება ამ რაიონისათვის.

"ამ ადამიანთან ერთად, ჩვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან, სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ თქვენი რაიონისთვის. დღეს ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ მათ სურთ, რაიონში საკეთილდღეო საქმეები აკეთონ, მაგრამ მერწმუნეთ, ერთი ადამიანისგან ამის მოსმენა და გაკეთებაც არის შეუძლებელი, თუ არ გიდგას გვერდით გუნდი, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია.

დარწმუნებული ვარ, ჭიათურის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, გააკეთებს სწორ არჩევანს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული გუნდი, დაახლოებით 49 % მიიღო პროპორციულ არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“, 23 მაჟორიტარულ ოლქში პირველ ტურში მივაღწიეთ გამარჯვებას, დარჩენილ 50-ში 49 არის ჩვენი კანდიდატი.

გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ 49-ვე ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ და ეს იქნება არა მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი აქტივისტების, ჩვენი თანამოაზრეების, თანამებრძოლების გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება", - აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, დღეს პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ ამხელა იმედი და მარდაჭერა არის იმიტომ, რომ ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ჩვენ არასდროს იკადრებს პარტია, არასდროს გააკეთებს იმას, რომ დაიჩაგროს ქვეყნის რომელიმე მოქალაქე.

"არასდროს ვიკადრებთ, ვინმეს ბიზნესი წავართვათ. არასდროს ვიკადრებთ, განსხვავებული აზრის გამო ვიღაც სამსახურიდან გავაგდოთ, არასდროს ვიკადრებთ, ოჯახები დავაშანტაჟოთ, დავაშინოთ. ეს ჩვენ ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს და არასდროს დავაბრუნებთ ქვეყანაში. მინდა კიდევ ერთხელ, თითოეულ თქვენგანს მადლობა მოგახსენოთ. მინდა, წარმატებები გისურვოთ, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი, ლაღი და წარმატებული. მადლობთ და დარწმუნებული ვარ რომ ერთად ვიზეიმებთ 30 ოქტომბერს გამარჯვებას", -მიმართა კალაძემ ჭიათურელ ამომრჩევლებს.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100